ქართველები უცხოეთშიხელოვნებაინტერვიუ

როდის იმღერებს ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ს „რინგის“ ტურზე (ვიდეო)

გერმანული The Voice-ის კონკურსანტი, ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში „შენი დილა“ პროექტში თავისი მონაწილეობის „თავგადასავალზე“ საუბრობს.

როგორც ლიზი ამბობს, მუსიკალურ შოუში მონაწილეობა სპონტანურად გადაწყვიტა, ხოლო მაიკლ ჯექსონის სიმღერის Earth Song უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„სიმღერა რომ დავასრულე და სცენიდან ჩამოვედი, ემოციების გამო აღარაფერი არ მახსოვდა… ჩემი ნერვიულობა დაჩრდილა იმ სიმღერამ, რომელიც უნდა მემღერა. ეს  ეხმაურება უკრაინის ომს, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მით უმეტეს, უკრაინის ფერებში მეცვა… ეს არის მინიმუმი, რაც შემეძლო იმ მომენტში გამეკეთებინა.

მწვრთნელებს ძალიან დადებითი ემოცია ჰქონდათ, როცა გაიგეს, რომ ქართველი ვარ. ეს ჩემთვის სასიხარულო იყო, ძალიან ბევრჯერ აღნიშნეს, რომ ქართველებს განსაკუთრებული ხმა გაქვთო.

ჩემი და ჯოვანის დუეტმა ნამდვილად გადაწონა და გამიმარტივა არჩევანი, თანაც სპონტანური დუეტი იყო და მასთან ერთად უდიდესი ჰარმონია ვიგრძენი: მუსიკალური და ემოციური კავშირი. მივხვდი, რომ მასთან უფრო ახლოს ვიყავი.

რინგების ეტაპს იხილავთ ამ პარასკევს 20 ოქტომბერს“, – ამბობს ლიზი გოზალიშვილი.

„ანგელოზივით მღერის!“ – The Voice of Germany-ს ქართველი მონაწილე ლიზი გოზალიშვილი შემდეგ ეტაპზე გადავიდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close