ისტორიასაქართველო

გამორჩეული საქართველო, ანუ რით შეგვიძლია ვიამაყოთ: რამდენიმე უნიკალური ფაქტი

მსოფლიოს ყველა ხალხის ისტორიაში არსებობს ფაქტები, რომლებითაც ისინი სამართლიანად ამაყობენ.

გამონაკლისები, რაღა თქმა უნდა, არც ქართველები ვართ. პირიქით, შესაძლოა იმაზე მეტიც გვქონდეს თავგამოსაჩენი, ვიდრე ეს სხვებს წარმოუდგენიათ.

„Sputnik-საქართველო“ რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ

იცით თუ არა, რომ:

  • მსოფლიოში პირველი ოქროს მაღარო აღმოჩენილია საქართველოში, საყდრისში;
  • პირველ ევროპელთა ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1,8 მილიონი წლისაა, 1991 წელს საქართველოში, დმანისში აღმოაჩინეს. საუბარია ყველასათვის ცნობილ უძველეს ევროპელებზე – ზეზვასა და მზიაზე;
  • მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია. მიიჩნევა, რომ ყველაზე ძველი ანბანური დამწერლობა ფინიკიურია. თუმცა გრაკლიანის გორაზე მდებარე ტაძარში აღმოჩენილმა წარწერამ, რომელიც ამერიკელ მეცნიერთა დასკვნითб ჩვენს ერამდე ХI–X საუკუნეებით თარიღდება, შესაძლოა თავდაყირა დააყენოს აქამდე არსებული მოსაზრებები. თუ აღმოჩნდება, რომ გრაკლიანის წარწერა ანბანია, მაშინ დადასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წერა ფინიკიელებზე 200 წლით ადრე დაუწყიათ;
  • მსოფლიოში უძველესი თაფლი აღმოჩენილია საქართველოში;
  • სიტყვა „ღვინო“ ქართულიდანაა გავრცელებული და თითქმის ყველა ენაში მსგავსი ძირი აქვს;
  • 2001 წელს ქართული პოლიფონია კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარეს;
  • სიღნაღის ციხე-გალავანი, რომელმაც ჩვენამდე პირვანდელი სახით ვერ მოაღწია, ფართობით პირველია ვროპაში და მეორე – მსოფლიოში, ჩინეთის კედლის შემდეგ;
  • თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთ მეჩეთში ლოცულობენ;
  • მსოფლიოში არსებული ყურძნის 2000 ჯიშიდან საქართველოში 500-ზე მეტი ხარობს;
  • მსოფლიოში ყველაზე დიდი მინანქრის ხატი ხახულის ღვთისმშობლის ხატია;
  • სამების საკათედრო ტაძარი მართლმადიდებლურ ტაძრებს შორის სიდიდით მესამეა მსოფლიოში;
  • სოფელი უშგული ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში. ის ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს;
  • ევროპის ათი უმაღლესი მწვერვალიდან ექვსი საქართველოშია: შხარა (5208), ჯანღა (5058), მყინვარწვერი (5047), გისტოლა (4860), თეთნულდი (4852) და უშბა (4700);
  • მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოში, გაგრასთან ახლოს მდებარეობს. ეს კრუბერის მღვიმეა, რომლის სიღრმე 2091 მეტრია;
  • მსოფლიოში ყველაზე ცხელი წყარო აღმოჩენილია საქართველოში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღის ტერიტორიაზე. მისი ტემპერატურა 104 გრადუსია და 3500 მეტრის სიღრმიდან ამოჩქეფს;
  • მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს თბილისის მუშთაიდის ბაღში ამოქმედდა;
  • 40-45 წლის წინ ჭიათურა იყო ქალაქი, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საბაგირო გზა ფუნქციონირებდა;
  • ჩაის საკრეფი პირველი კომბაინი სახელწოდებით „საქართველო“ ჩვენს ქვეყანაში დამზადდა 1963 წელს, და ის პირველი იყო მთელ მსოფლიოში;
  • დაბოლოს, საქართველო უიშვიათესი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი და, ზოგადად, არასდროს დაფიქსირებულა არაქართული მოსახლეობის რბევა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close