გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან – მარტივი და ეფექტიანი რჩევები
საკუთარ ბინაში თავს ცუდად შეიძლება იმიტომ გრძნობთ, რომ სახლში ნეგატიური აურა დაგროვდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება გაწმენდა.
დაფიქრდით, გქონიათ თუ არა შეგრძნება სახლში შესვლის შემდეგ, რომ თავს არ განებებთ უმიზეზო შფოთვის შეგრძნება, ან არ გყოფნით ჰაერი, გტკივათ თავი ან მუცელი? ბევრს მელანქოლიური განწყობა ეუფლება და დაღლილობას გრძნობს. ცუდად ყოფნის ეს შეგრძნება ქრება მაშინვე, როგორც კი სახლიდან გადიხართ.
იმის გასაგებად, არის თუ არა თქვენი სახლი უარყოფითი აურით დაბინძურებული, რამდენიმე ცდა შეგიძლიათ ჩაატაროთ.
როგორ შევამოწმოთ სახლის აურა
ძმარი, წყალი და სუფრის მარილი
დაგჭირდებათ ბროლის ფუჟერი, ორი სუფრის კოვზი მარილი და რამდენიმე წვეთი ძმარი. ჭიქაში ჩაყარეთ მარილი, შემდეგ ფრთხილად დააწვეთეთ ძმარი ჭიქის ნაპირებზე, შემდეგ დაასხით წყალი. ჭიქა დატოვეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
დროის გასვლის შემდეგ შეამოწმეთ და გააანალიზეთ: თუ სითხის ზედაპირი ბუშტუკებით არის სავსე ან ობი გაუჩნდა, ე.ი. სახლი ნეგატიური ენერგიით არის დაბინძურებული.
მიხაკები
აიღეთ 10 ცალი მიხაკი – ხუთი წითელი და ხუთი – თეთრი. თუ პირველად თეთრი მიხაკი ჩამოჭკნა, ეს ნიშნავს, რომ ბინაში ბევრი დადებითი ენერგიაა, თუ წითელი – უარყოფითი. საუკეთესო ვარიანტია, თუ ყვავილები ერთდროულად დაჭკნება – ეს სახლში ენერგეტიკული ბალანსის მიმანიშნებელია. აურის გაწმენდა ამავე ყვავილებით შეიძლება. უბრალოდ, გადაყარეთ წითელი მიხაკები და დატოვეთ მხოლოდ თეთრი, ოღონდ გამოუცვალეთ წყალი. თეთრი მიხაკი დადებით ფლუიდებს იზიდავს და შენობას ნეგატიური აურისგან წმენდს.
სანთელი
საჭიროა მხოლოდ ერთი სანთელი. აანთეთ ის და დააკვირდით, როგორ იწვის. თანაბარი წვა მიანიშნებს, რომ სახლი სევდით, დარდით, ტყუილითა და სხვა უსიამოვნო ემოციებითაა სავსე. ფორმის ცვლა და სანთლის მალე ჩაწვა მოწმობს, რომ ბინაში კარგი აურაა.
როგორ გავათავისუფლოთ ბინა ნეგატიური ენერგიისგან
დასუფთავება
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ნეგატიური ენერგიისგან გასასუფთავებლად, პირველ რიგში, სახლი უნდა დაალაგოთ. როდესაც სახლს აშორებთ მტვერს, ჭუჭყს, მას ცუდი ენერგეტიკისგანაც წმენდთ. ეფექტის გასაძლიერებლად საფუძვლიანი დალაგება და ავეჯის გადაადგილებაც კარგი მეთოდია, ამასთან, სასურველია ამ დროს გონებაში იფიქროთ: „ახლა მოვიშორებთ ნეგატიურ აურას“.
უსარგებლო ნივთების გადაყრა
მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი. ნივთები ენერგეტიკას ინახავს, ხოლო ძველი ნივთები სახლში ახალი, ცინცხალი ენერგეტიკის შემოსვლას აბრკოლებს. უსარგებლო, დამტვრეული, ძველი ნივთების დაგროვება, თუნდაც ეს ნივთები თქვენთვის ძვირფასი იყოს, ენერგიის უძრაობას იწვევს, ეს კი თქვენს ცხოვრებაზე აისახება: რუტინა, სიხარულის განცდის გაქრობა, ძალების არქონა, სევდა, ნაღველი. როდესაც ამ ნივთებს მოიშორებთ, გონებაში იმ უარყოფით მომენტებზე იფიქრეთ, რომლებისგანაც გათავისუფლება გინდათ.
ზღვის მარილი
მოათავსეთ მარილი რამდენიმე პატარა თასში (ნებისმიერ ჭურჭელში) და ისინი საძინებელ ოთახში განათავსეთ. არ დამალოთ ზღვის მარილი კარადაში, კომოდის უჯრებში ან დახურულ თაროებზე – მას ღია, მოძრავი ჰაერი სჭირდება. გამოცვალეთ მარილი ყოველ 60 დღეში ერთხელ.
მსხვილი ზღვის მარილი დაყარეთ შემოსასვლელში დაფენილ ნოხზე, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ მტვერსასრუტით აიღეთ. მტვერსასრუტი აუცილებლად დაცალეთ, გაასუფთავეთ ნარჩენებისგან.
აიღეთ წყალი თასში ან სათლში, ჩაყარეთ 5-6 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და ამ წყლით მთელი სახლის იატაკი მოწმინდეთ.
სახლის ენერგეტიკის გაწმენდის გარდა ზღვის მარილი ასევე კარგად წმენდს ადამიანის აურას და ის სასარგებლოა რელაქს-პროცედურებისთვის. შეგიძლიათ მიიღოთ აბაზანა ზღვის მარილით.
sputnik-georgia.com
კომენტარები