იტალიასპორტი

„ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ – იტალიაში 31 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნე გაიხსნება (ვიდეო)

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი იწყებს მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“. მსოფლიო ტურნეს დაწყებამდე თბილისის ჭადრაკის სასახლეში პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, 82 წლის ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ეწვევა და სპეციალურ საჭადრაკო სეანსებს ჩაატარებს. პირველი სეანსი 31 ოქტომბერს იტალიის ქალაქ პალერმოშია დაგეგმილი.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

დღესვე ნონა გაფრინდაშვილის ხელმოწერით ექსკლუზიურად შექმნილი ჭადრაკის დაფის პრეზენტაციაც მოეწყო.

პრეზენტაციაზე ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.

დაკავშირებულ თემაზე:

„დიდება დედოფალს“ – ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close