ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ხელოვანი დების – ქეთი და ნინო უძილაურების შემოქმედებითი საღამო ათენში (ფოტო, ვიდეო)

„ამ ქვეყანამ მე გამზარდა... ეს [საბერძნეთი] ჩემი ქვეყანაა, მაგრამ მე სამშობლო მაქვს...“

გასულ კვირას, 8 ოქტომბერს ათენის ცენტრში, პატისიონზე, გალერეაში ხელოვანი დების – ქეთი და ნინო უძილაურების შემოქმედებითი საღამო გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქეთის ნახატების პერსონალური გამოფენა დაეთვალიერებინათ და ნინოს პოეზიას გასცნობოდნენ.

ამ ღონისძიებისთვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი ნინო უძილაური სპეციალურად ჩამოვიდა თბილისიდან ათენში, ხოლო მისი მხატვარი და – ქეთი კი უკვე წლებია, საბერძნეთის დედაქალაქში ცხოვრობს.

ნინო უძილაური ათენში, შემოქმედებით საღამოზე

შემოქმედებით საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დეა მუმლაძე და მისი მოადგილე ანი უძილაური.

მარცხნიდან: ქეთი უძილაური, დეა მუმლაძე (ელჩი), ნინო უძილაური, ანი უძილაური (ელჩის მოადგილე)
დეა მუმლაძე, საბერძნეთში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საღამომ ძალიან თბილ და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. ღონისძიებაზე სტუმრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ჟურნალისტმა და მხატვარმა ნინო ბაჯელიძემ ქეთი უძილაურთან, როგორც ემიგრანტ ხელოვანთან, ექსკლუზიურად ჩვენი საიტისთვის ინტერვიუ ჩაწერა.

„ამ ქვეყანამ მე გამზარდა… მხარდაჭერაც მქონდა ბერძნებისგან, საკუთარი თავის ფასი მასწავლეს. მე შევძელი ხატვა, მაგრამ … ვინც არ უნდა იყოს… ნუ იკეტებით, რაც შეგიძლიათ, გააკეთეთ, თქვენი თავისთვის გააკეთეთ!..

ეს [საბერძნეთი] ჩემი ქვეყანაა, მაგრამ მე სამშობლო მაქვს… ჩემს სამშობლოში როგორ დავბრუნდები – ამაზე ვმუშაობ…“ – ამბობს ქეთი უძილაური ინტერვიუში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close