მსოფლიოპოლიტიკა

„კაცი კაცია და ქალი – ქალი, არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი სქესი“ – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (ვიდეო)

არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე, თავის დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მშობლებისთვის სადავო არ უნდა იყოს, იცოდნენ, რას ასწავლიან მათ შვილებს სკოლებში ურთიერთობების შესახებ.

„პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდესაც საავადმყოფოები საუბრობენ მამაკაცებზე ან ქალებზე. არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი  – ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია“, –  თქვა რიში სუნაკმა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close