ვიდეომსოფლიოეკონომიკა

პორტუგალიაში ბინის ქირის ზრდის გამო ოჯახების ნაწილი კარვებში ცხოვრობს (ვიდეო)

პორტუგალიაში იზრდება ბინის ქირა, რომლის გადახდაც ოჯახებს სულ უფრო მეტად უჭირთ. მაღალი საფასურის გამო ბევრმა კარავში ცხოვრება გადაწყვიტა.

პორტუგალიის მოსახლეობის ნახევარი თვეში მხოლოდ 1000 ევროს გამოიმუშავებს, ერთი ოთახის ქირა კი დაახლოებით 600 ევროს შეადგენს. ეს სიტუაცია მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.

მდგომარეობა კი სულ უფრო რთულდება. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ბინის ქირა ინფლაციასთან ერთად კიდევ გაიზრდება. ასოციაციები და დაბალი შემოსავლის მქონე პირების მხარდამჭერი ჯგუფები მთავრობას მოუწოდებენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close