ქართველები უცხოეთშიიტალია

ნეაპოლში დაკარგული 29 წლის ქართველი მამაკაცი, რომელსაც 23 სექტემბრიდან ეძებდნენ, ოჯახს დაუბრუნდა

29 წლის ვანიკო ღარიბაშვილს ნეაპოლში 23 სექტემბრიდან ეძებდნენ. მისი ოჯახის ახლობლები ამბობდნენ, რომ ქართველ ემიგრანტს შა­ბათის, 23 სექტემბრის შუ­ა­დღის შემ­დეგ ვეღარ უკავშირდებოდნენ. რამდენიმე საათის წინ იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ნინა მამუკაძე-სორდინიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა და უკვე ოჯახთანაა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვა­ნი­კოს გამოჩენამდე მისი მე­უღ­ლე ფიქ­რია გო­გა­ტიშ­ვილი ambebi.ge-ს ესაუბრა.

„ვა­ნი­კო ნე­ა­პოლ­თან ახ­ლოს, პო­მი­ლი­ა­ნო დარ­კო­ში მუ­შა­ობ­და მო­ხუ­ცის მომ­ვლე­ლად, ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბათ შუ­ა­დღის ჩათ­ვლით იქ იყო, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ თა­ვი­სი სე­ნი­ო­რა აცი­ლებ­და ნე­ა­პოლ­ში, რო­მე­ლიც 40 წუ­თის სა­ვალ­ზეა. იმ დღე­საც ასე მოხ­და. ვა­ნი­კოს სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლა უნ­დო­და და მისი შემ­ცვლე­ლიც მოვ­ძებ­ნეთ. ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შაო ჰქონ­და, 24 სა­ა­თი არ ეძი­ნა, პარ­კინ­სო­ნი­ან ბაბუას უვ­ლი­და, რო­მე­ლიც სულ გვერ­დში ყოფ­ნას სთხოვ­და. ამ უძი­ლო­ბამ მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და ამი­ტომ აპი­რებ­და წა­მოს­ვლას.

როცა იმ ოჯა­ხი­დან გა­მო­ვი­და, ვა­ნი­კომ მისი შემ­ცვლე­ლი ნახა, მერე ჩემს მე­გო­ბარ­თან შე­ი­ა­რა სახ­ლში. ვი­ნა­ი­დან ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და, მე­გო­ბარს ვთხო­ვე, და­ა­რე­კი­ნე ჩემ­თან-თქო. ვი­ცო­დი, ვა­ნი­კოს ხელ­ფა­სის ნა­წი­ლი უნდა მო­ე­ტა­ნა და შევ­თან­ხმდით, ერ­თმა­ნეთს ბა­ზარ­თან შევ­ხვედ­რო­დით(9 თვის ბავ­შვი გვყავს, პამ­პერ­სე­ბი და ოჯა­ხის­თვის პრო­დუქ­ტი უნდა შეგ­ვე­ძი­ნა). მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, გა­მო­ვი­დაო, გზად ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი – ლე­ვა­ნი უნა­ხავს და მის­თვი­საც უთ­ქვამს, დე­და­შენს უნდა შევ­ხვდე ბა­ზარ­შიო. დათ­ქმულ ად­გი­ლას მი­ვე­დი და ვა­ნი­კო ვერ­სად ვნა­ხე, რამ­დენ­ჯერ­მე ავი­არ-ჩა­ვი­ა­რე ბა­ზარ­თან… აქე­დან იკარ­გე­ბა მისი კვა­ლი, მას შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და“, – უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამოცემას.

ოჯახთან ერთად ვანიკო ღარიბაშვილის ძებნაში საქართველოს საკონსულო, ნეაპოლის პოლიცია, აგრეთვე,  Rai3-ის ცნობილი სატელევიზიო-საგამოძიებო გადაცემა Chi l’ha visto? და იტალიური ორგანიზაცია „პენელოპე“ იყვნენ ჩართულნი.

ფიქრია გოგატიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მადლობას უხდის ყველას მორალური მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით კი თარჯიმან მაკა ხაჩოშვილს და ჟურნალისტ ნინა მამუკაძე-სორდინის.

წარმოშობით ქარელელი ვანიკო ღარიბაშვილი და მისი მეუღლე ფიქრია გოგატიშვილი იტალიაში მეექვსე წელია ცხოვრობენ, მათ 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close