ეკონომიკასაქართველო

როგორ გავამარტივოთ მოსავლის დაბინავება თანამედროვე ტექნოლოგიებით

სოფლის მეურნეობით დაკავება დიდ შრომას საჭიროებს, იქნება ეს მიწის მოხვნა და საგაზაფხულო სამუშაოები, თუ შემოდგომის ჭირნახულის დაბინავება.

ბოლო წლებში სოფლის მეურნეობას ბევრი ქალაქში მაცხოვრებელიც შეუერთდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.

საქართველოში სოფლის მეურნეობა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ამიტომ ამ დარგის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის.

პარალელურად იხვეწება და ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მძიმე სამუშაოს ამარტივებს ახალი ტექნიკითა და გაუმჯობესებული ხელსაწყოებით.

ასევე, ვითარდება ონლაინ კომერცია და გლეხისთვის სხვადასხვა ტექნიკის შეძენა ახლა იმაზე მარტივია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ იყო. ტექნოლოგიურმა პროგრესმა დახვეწა მომსახურების სფერო, ახლა ქართულ ბაზარზე არსებობს ონლაინ პლატფორმები, სადაც შესაძლებელია სასურველი ტექნიკის შეკვეთა და ნებისმიერ სოფელში მიღება. მაგალითად, ონლაინ მაღაზია „ისურვე“, რომელიც ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე და სთავაზობს პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, თანაც უფასო საკურიერო მომსახურებით თავად უზრუნველყოფს შეკვეთების ადგილზე მიტანას. „ისურვეში“ შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა, როგორიცაა: ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტროწისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close