ეკონომიკასაქართველო

როგორ დავიწყოთ საქართველოში ბიზნესი მარტივად

საკუთარი ბიზნესის დაწყება თითქმის ყოველი ჩვენგანის სანუკვარი სურვილია და მისი წარმატებით განხორციელება სწორ კომერციულ გათვლებს მოითხოვს.

თუმცა, მომხმარებლებისთვის სწორი შეთავაზების გაკეთების გარდა, ბიზნესის კეთება ადმინისტრაციული საკითხების სწორად დაგეგმვასაც მოითხოვს.

ერთ-ერთი ასეთი საკითხია სწორი სამეწარმეო სტრუქტურის შერჩევა – ისეთის, რომელიც ახალ კომპანიას საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო პროგრამები.

დამწყები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის ასეთ ინფორმაციასთან წვდომა ხშირად საკმაოდ რთულია და ბევრ დეტალში გარკვევას მოითხოვს. განსაკუთრებით კი ეს ეხება ისეთ ბიზნესებს, რომელთა მომხმარებლებიც უცხოელები იქნებიან.

საკუთარი დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვისა და პოტენციური რისკის შესამცირებლად შესაბამისი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა ერთადერთი სწორი გამოსავალია.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ჯორჯაფაი“, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ინდმეწარმის, ისე მცირე მეწარმის რეგისტრაციაში. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ სრული ინფორმაცია მცირე და ინდმეწარმის უპირატესობებზე – რუსულ ენაზე (Открыть ИП в Грузии) ან ინგლისურ ენაზე (Register an individual entrepreneur in Georgia).

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის სერვისები დისტანციურადაც ხელმისაწვდომია.

„ჯორჯიაფაი“ დაგეხმარებათ, შეარჩიოთ და დაარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესისთვის სასურველი ბიზნეს სტრუქტურა და ისარგებლოთ ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმებით, რაც მეტ დროს მოგცემთ ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე კონცენტრირებისთვის.

„ჯორჯიაფაის“ ისტორია ჯერ კიდევ 2016 წლიდან იწყება, მას ნელ-ნელა შემოუერთდნენ პროფესიონალები და შეიქმნა მეგობრული გუნდი, რომელმაც უამრავ წარმატებულ სტარტაპ კომპანიას გაუკვლია გზა წარმატებისკენ.

„ჯორჯიაფაი“ გთავაზობთ რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი დროის დანახარჯის გარეშე შეძლოთ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირება და ეტაპობრივად გადადგათ წარმატების მომტანი ნაბიჯები.

კომპანიასთან დაკავშირება ძალიან მარტივია – ეწვიეთ საიტს და შეძლებთ, უმარტივესად გაეცნოთ მომსახურებათა ნუსხას, რომელსაც „ჯორჯიაფაი“ გთავაზობთ;

საიტზე ასევე წარმოდგენილია საქართველოში ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო სრული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი და უშუალოდ მიმართოთ კომპანიას.

გისურვებთ წარმატებას!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close