მიგრაცია

ოლაფ შოლცი გამოვიდა მოწოდებით, შესრულდეს კვალიფიციური მუშახელის იმიგრაციის კანონი, რომ სპეციალისტებმა ვიზა დროულად მიიღონ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა მოწოდებით, შესრულდეს კვალიფიციური მუშახელის იმიგრაციის კანონი, რომ „ექთანს საქართველოდან და IT სპეციალისტს ინდოეთიდან არ დასჭირდეთ თვეების განმავლობაში ლოდინი ვიზისთვის ან მუშაობის ნებართვისთვის“.

კანონი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცეს, 2024 წლის მარტში უნდა ამოქმედდეს. ის გერმანიაში კვალიფიციური კადრების იმიგრაციის პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს.

ბუნდესტაგში გამოსვლისას ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ 2035 წლისთვის გერმანიაში 13 მილიონი დასაქმებული გავა პენსიაზე. კანცლერის თქმით, სამუშაო ძალის ნაკლებობა კომპანიებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.

„მოგიწოდებთ ყველას, რომ კვალიფიციური მუშახელის იმიგრაციის შესახებ კანონი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, განხორციელდეს ყველგან გერმანიაში, რათა ჩვენ გვქონდეს არაბიუროკრატიული შესაძლებლობები, რომ ექთანს საქართველოდან და IT სპეციალისტს ინდოეთიდან არ დასჭირდეთ თვეების განმავლობაში ლოდინი ვიზისთვის ან მუშაობის ნებართვისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close