ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11 – 17 სექტემბერი

11 სექტემბერი კლებადი მთვარის 26-27-ე დღესაა, ხოლო 16 სექტემბერს ახალი მთვარეა. ამის შემდეგ მთვარე მატების ეტაპზე გადადის და ეს პერიოდი ენერგეტიკული არასტაბილურობით იქნება აღსანიშნავი – 2023 წლის 11-დან 17 სექტემბრის ჩათვლით კვირის ჰოროსკოპი ცხოვრების ყველა სფეროში გარკვეულ დისბალანსს პროგნოზირებს. თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ რთულ დროს, რათა შეცდომები არ დაუშვათ, ჩვენი ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ.

 

ვერძი

ამ კვირაში შეეცადეთ დასახულ გეგმებს რადიკალურად გადახედოთ და არავისთან იკამათოთ. მშვიდი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც ხდება, ყველაზე რთულ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. აუცილებელია პირად და საქმიან ურთიერთობებში სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის შერჩევა. ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან და ირგვლივ მყოფებთან, ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ძირითად პუნქტებს, არამედ წვრილმანებს. კარგი პერიოდია ახალი რომანტიკული ურთიერთობისთვის.

სასიკეთო დღეები: 11, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

ამ კვირის დასაწყისი წარმატებული პერიოდია თქვენი გეგმებისა და ჩანაფიქრის განსახორციელებლად. სამსახურში წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ პირად ცხოვრებაში მეტი დაფიქრება და წარმოქმნილი პრობლემის გაცნობიერება გმართებთ. შესაძლოა, სიტუაციის თქვენეული აღქმა შეიცვალოს და საკითხის გადაწყვეტას სულ სხვა მიდგომა დასჭირდეს. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის დიდი სურვილი. სასურველია, რომ ემოციებმა ხელი არ შეგიშალოთ თქვენს საქმიანობაში. შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენება არის ზუსტად ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

არ დაკარგოთ რწმენა იმისა, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაზეც ოცნებობთ. ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ სანუკვარ მიზანს უახლოვდებით. ამ კვირაში თქვენი პარტნიორებისა და ახლო მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ისინი დაგეხმარებიან რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში და ძალიან მალე სასურველ შედეგს მიაღწევთ პროფესიულ ასპარეზზე. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც, საოცარ ბედნიერებასა და ჰარმონიას იგრძნობთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

 

კირჩხიბი

კვირის დასაწყისში შესაძლოა გარკვეული შეფერხება გქონდეთ პროფესიულ საქმიანობაში და გრძნობები და განწყობაც შესაბამისად შეგეცვალოთ. სავარაუდოდ, ახლო მეგობართან ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდებით და გაუგებრობამ შეიძლება თქვენ შორის დაშორება გაზარდოს, თუმცა ოთხშაბათიდან თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე. ენერგიის მოზღვავებას და შინაგანი სამყაროს ჰარმონიზაციას იგრძნობთ. თქვენი გაძლიერებული გამჭრიახობა ხელს შეგიწყობთ პროფესიულ წარმატებაში. შაბათი კვირის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა, შეეცადეთ, დასვენებისთვის ხელსაყრელი მომენტით ისარგებლოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

ეს კვირა ძალზე წარმატებულია კარიერული თვალსაზრისით. კვირის დასაწყისში შეიძლება მიმზიდველი საქმიანი შემოთავაზებები მიიღოთ. ასევე, ძალიან სავარაუდოა, რომ შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობაც სასარგებლო იქნება თქვენთვის, თუმცა თქვენმა გადაჭარბებულმა გულმოდგინებამ შეიძლება არასასურველი შედეგი მოიტანოს და იმედგაცრუება გამოიწვიოს. იპოვეთ წონასწორობა საკუთარ თავში, იყავით კონცენტრირებული და ყურადღებიანი და მაშინ გარანტირებული გაქვთ წარმატება სამსახურში, თან ისეთი წარმატება, როგორსაც არც ელოდით. შაბათ-კვირას სიმშვიდე და კარგი დასვენება გჭირდებათ, შეეცადეთ, ეს დღეები სადმე მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ქალწული

ამ კვირაში შედარებით მარტივად მოაგვარებთ თაროზე გადადებულ ყველა საკითხს, გამოგადგებათ ბევრი რამ, რაც ცხოვრებამ გასწავლათ, თუმცა სამსახურში რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერამდე ან გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით და ფრთხილად იყავით, არ დაემორჩილოთ ცდუნებას – მკაცრად გააკრიტიკოთ ყველა და ყველაფერი. განსაკუთრებით საზიანო იქნება კოლეგებთან კამათი, მეგობრები კი მადლობას არ გეტყვიან. მოსალოდნელია სიახლეები ბევრი ქალწულის შემოქმედებით ცხოვრებაში, მაგრამ შეეცადეთ, ამის შესახებ არაფერი თქვათ, სანამ საკუთარ შესაძლებლობებში სრულად არ დარწმუნდებით.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 14.

 

სასწორი

ეს კვირა შეიძლება მდიდარი იყოს შეხვედრებითა და დღესასწაულებით. თითქმის ყველა მათგანი სიამოვნებას მოგანიჭებთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მოგზაურობა და ხალისიანი დასვენება. და საერთოდ, არ დაგავიწყდეთ მუშაობის მონაცვლეობა დასვენებასთან. კარგი პერიოდია ახალი იდეების დასაგეგმად და არა მოქმედებისთვის, უმჯობესია დაუმთავრებელი საქმეები დაასრულოთ. შაბათ-კვირას ძველ მეგობრებთან სავარაუდო შეხვედრა სასიამოვნო მრავალფეროვნებას და სიახლეებს შემატებს თქვენს ცხოვრებას.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მორიელი

ამ კვირაში შეგიძლიათ ნებისმიერი იდეა განახორციელოთ. ვარსკვლავები ფინანსურ სფეროსა და სიყვარულში წარმატებას გპირდებიან. არ გამოტოვოთ ეს შესანიშნავი შანსი, შეეცადეთ, გააძლიეროთ თქვენი პოზიცია კარიერულ კიბეზე, ან თუნდაც კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ. ზოგიერთი თქვენგანისთვის კარგი სამუშაოს ხანგრძლივი ძიება წარმატებული იქნება. თავისუფლება და აღფრთოვანება არის ის გრძნობები, რომელსაც ბევრი თქვენგანი განიცდის ამ კვირაში. შეეცადეთ, შაბათ-კვირა თქვენს ოჯახს და მათ დაუთმოთ, ვინც გიყვართ, რადგან თქვენ გარშემო არსებული სივრცის ჰარმონიზაცია თქვენზე დიდად არის დამოკიდებული.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში სამსახურში დამატებითმა პასუხისმგებლობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ, საკმარისი დრო დაუთმოთ ოჯახს და მეგობრებს. შედეგად, ვერ შეასრულებთ მათთვის მიცემულ ზოგიერთ დაპირებას, ამიტომ შეეცადეთ, აუხსნათ მათ სიტუაცია, რათა გაუგებრობა თავიდან აიცილოთ. სამსახურში შეეცადეთ, ისარგებლოთ კარგი შესაძლებლობებით, რომლებსაც კარიერის გასაუმჯობესებლად მიიღებთ. თქვენი ცოდნისა და ენერგიის სწორად განაწილება –  თქვენი წარმატების საფუძველია.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თხის რქა

ამ კვირაში, დიდი ალბათობით, კარგი ამბები გელოდებათ პროფესიული თვალსაზრისით. თქვენი პროექტი, რომელიც დიდი ხანია დაწყებას ელოდება ელოდება, ამოქმედდება, თუმცა, შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. საოჯახო საქმეებს რაც შეეხება, ზოგიერთი აქტუალური პრობლემის გადაჭრაზე იქნებით ორიენტირებული – რემონტი, ინტერიერის გაუმჯობესება და ა. შ. შაბათ-კვირას შანსი გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. შეეცადეთ, რაციონალურად გადაანაწილოთ ძალები მთელი კვირის განმავლობაში.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მერწყული

უახლოეს დღეებში ბევრი შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ, მაგრამ პასუხისმგებლობაც დიდი გექნებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სამსახურებრივ მოვალეობებს ეხება. გამოიჩინეთ მონდომება და აქტიურობა, ფაქტობრივად, ყველაფერში და მაშინ იღბალი თქვენ მხარეს იქნება. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით პარტნიორული ურთიერთობა შემოგთავაზონ. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო ოჯახს და საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 17.

 

თევზები

კარგი კვირაა ახალი იდეებისა და თამამი პროექტების განხორციელებისთვის. დაუგეგმავმა შეხვედრამ შეიძლება მომგებიანი საქმიანი ხელშეკრულების დადებამდე მიგიყვანოთ ან თავბრუდამხვევი რომანის დასაწყისი გახდეს. მოუსმინეთ კოლეგებისა და მეგობრების კომენტარებსა და რჩევებს, ისინი დაგეხმარებიან, როცა საჭირო იქნება. ბევრი უნდა იმუშაოთ და გააუმჯობესოთ თქვენი პროფესიონალიზმი, დასვენება ჯერ ნაადრევია!

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close