არტისტი

ჯონი დეპი და ჯენა ორტეგა აღშფოთებულები არიან მათზე გავრცელებული ჭორების გამო

რამდენიმე დღეა, დასავლური მედია ჯონი დეპისა და „უენსდეის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯენა ორტეგას რომანზე ალაპარაკდა. ინსაიდერების თქმით, მსახიობები ერთად შენიშნეს. სოციალურ ქსელში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჯენა მხოლოდ 20 წლისაა, ჯონი დეპი კი – 60-ის.

ჭორებმა საზოგადოების ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ორტეგას და ჯონი დეპს არ შეეძლოთ, კომენტარი არ გაეკეთებინათ, რაც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან ცნობილი მსახიობები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, რასაც პრესაში წერენ. როგორც ჩანს, ჭორები მათთვის ძალიან შემაწუხებელი აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში კომენტარი ჯენა ორტეგამაც დაწერა და ჯონი დეპმაც.

„ეს იმდენად სასაცილოა, რომ სიცილიც კი არ შემიძლია. ჯონი დეპს არასოდეს შევხვედრივარ და არც მიმუშავია მასთან. გთხოვთ, შეწყვიტოთ ჭორების გავრცელება და თავი დაგვანებოთ“, – წერს ჯენა ორტეგა.

ჯონი დეპმა კი განცხადება თავისი წარმომადგენლების მეშვეობით გააკეთა: „ბატონ დეპს არანაირი პირადი თუ პროფესიული ურთიერთობა არ აქვს ქალბატონ ორტეგასთან. ის არასდროს შეხვედრია და არც უსაუბრია მასთან. ისინი არცერთ პროექტში ერთად არ მონაწილეობენ და არც მსგავსი გეგმები აქვთ. ის შეძრწუნებულია ამ უსაფუძვლო და მავნე ჭორებით, რომლებიც მისი რეპუტაციის შელახვას და კარიერისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად“.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჯონი დეპმა განაცხადა, რომ „ჰოლივუდი აღარ სჭირდება“.

თამთა გურული

ასევე დაგაინტერესებთ: ჯონი დეპმა საკუთარი ნახატების სერია 5,4 მილიონ დოლარად გაყიდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close