სპორტი
Related Articles
Check Also
Close
-
გიორგი მამარდაშვილი მამა გახდა
23/11/2024
სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.
ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოვიდნენ. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 3 სექტემბერს კი ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში იაპონელ და იტალიელ მეტოქეებს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც პოლონელ კინგა დროჟდთან 9:15 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა კორეელი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ მეცო ბოლგარკასთან 9:15 წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ასპარეზობისთვის გოგონები მწვრთნელმა – მალხაზ მესხმა მოამზადა.
მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ნუცა ყაველაშვილი
ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
კომენტარები