საზოგადოებასაქართველო

ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტი გადაარჩინეს

ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით ატლანტის ოკეანეში 10 ადამიანი გადაარჩინეს. ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ნავზე მყოფი ყველა პირი 16-18 წლის იყო. ისინი მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ ნავი სხვა მხარეს გაიტაცა და მიგრანტები 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში.

„ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით დღეს 10 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს!

კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში.

ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა.

კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი“, –   ვკითხულობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს FB-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გემი, რომელმაც მიგრანტები აიყვანა, ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, ეკიპაჟი კი ქართულ-თურქული იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close