„ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზე ვარ! არ ვიცი, რა ვთქვა!“ – ნინი შერმადინი მხარდამჭერებს ემოციურად მიმართავს
მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებელთა კონკურსში მონაწილეობს, ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზეა.
ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.
„ღმერთო, ტოპ ხუთეულში ვარ პირველ ადგილზე! მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას! არ ვიცი, რა ვთქვა! ფინალისტების ჯგუფი გამოვლინდება 24 აგვისტოს, ხმის მიცემას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ❤️🙏
https://theopenact.com/2023/nini
ეს ახალი ლინკი საიდანაც შეგიძლიათ ხმის მიცემა ❤️🥹
საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნინი შერმადინმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„ცრემლებს ვერ ვიკავებ, ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, ამხელა და უანგარო სიყვარულისთვის და თანადგომისთვის“, – ამბობს ნინი შერმადინი და დასძენს, რომ იმ ტრაგედიის ფონზე, რაც საქართველოში ხდება, ძალიან ერიდება საკუთარი თავის პოპულარიზაცია.
„წესით ახლა უნდა ვბრწყინავდედ ა ძალიან ბედნიერი ვიყო, რაც ჩემს თავს ხდება, მაგრამ რაც შოვში მოხდა, არ მაძლევს ჩემი შინაგანი თავი იმის უფლებას, რომ ბოლომდე ბედნიერი ვიყო. დიდი ბოდიში, რომ ასე ემოციურად მოგმართავთ, ეს სიხარულის და მადლიერების ცრემლებია“, – აღნიშნავს მომღერალი.
fortuna.ge
კომენტარები