საზოგადოებასაქართველო

შოვის ტრაგედია – მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

17 აგვისტოს მაშველებმა შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი იპოვეს. შსს-ს ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 25 კმ-ის დაშორებით აღმოაჩინეს ონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ღართან. ამჟამად დადასტურებულია 27 ადამიანის გარდაცვალება, 6 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა და მათ ისევ ეძებენ. 

„სტიქიის ეპიცენტრში ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. 25 კილომეტრში სტიქიის ეპიცენტრიდან, მაშველების მიერ ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში, გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედაც მაგას მოიცავს ამხელა მონაკვეთზე პატრულირება და მონიტორინგი. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მაქსიმალური მუშაობა მიდის მძიმე ტექნიკით. ნიადაგმა მოგვცა საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ ეს არის 1.5 – 2 მეტრი. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს. სამუშაოები უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან“, – უთხრა  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.

არსებული ინფორმაციით, 24 გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია, 3 გარდაცვლილის ვინაობა კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close