იტალიაკულტურა

აშშ-მა იტალიის მუზეუმებს 250-ზე მეტი მოპარული არტეფაქტი დაუბრუნა

აშშ-მ იტალიას 250-ზე მეტი უძველესი არტეფაქტი დაუბრუნა მას შემდეგ, რაც იტალიის პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ისინი 1990-იან წლებში მოპარული და აშშ-ის მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერებისთვის მიყიდული ნივთებია. ინფორმაციას იტალიის კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

არტეფაქტებს შორისაა ქოთნები, ნახატები, მოზაიკები და სკულპტურები, რომელთაგან ზოგიერთის ასაკი 3 000 წლამდე, ხოლო ღირებულება ათობით მლნ ევრომდე აღწევს.

იტალიის პოლიციის ხელოვნების განყოფილების დასკვნით, მოპარული არტეფაქტები დილერებმა აშშ-ის მასშტაბით გაყიდეს, ხოლო ერთ-ერთი შემსყიდველი ტეხასში, ჰიუსტონში მდებარე მუზეუმი იყო.

იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ არტეფაქტები მათი გამოფენის ნაწილი იყო, თუმცა მუზეუმის წარმომადგენელმა უარყო ბრალდება მათი უკანონო შესყიდვის შესახებ და განაცხადა, რომ ისინი მათ კოლექციაში არასოდეს შედიოდა.

იტალიის სამინისტროს თქმით, კოლექციის მფლობელს მოუწია ნივთები მას შემდეგ დაებრუნებინა, რაც პოლიციამ საბოლოოდ დაადგინა, რომ ისინი უკანონო არქეოლოგიურ გათხრებისას იყო აღმოჩენილი და შემდეგ საზღვარგარეთ გაყიდული.

დამატებით, არტეფაქტების უმეტესობა ინგლისელი ანტიკვარიატით მოვაჭრე რობინ საიმსის სასამართლო პროცესის შემდეგ დაუბრუნდა იტალიას. როგორც დადგინდა, საიმსს უკანონო მოვაჭრეების ქსელის მეშვეობით ათასობით არტეფაქტი ჰქონდა შეძენილი.

2022 წლის სექტემბერში ნიუ-იორკმა იტალიას ასევე დაუბრუნა 19 მლნ დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის, ქალღმერთ ათენას მარმარილოს ქანდაკების თავი, რომელიც ძვ. წ. 200 წლით არის დათარიღებული და 3 მლნ დოლარადაა შეფასებული.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close