მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-მა უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა. ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება. მედიის ცნობით, ამის შესახებ შესყიდვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბუშის თქმით, ტანკები უკვე მზად არის უკრაინაში გადასაზიდად.

„ახლა ისინი უნდა მოხვდეს ევროპაში, შემდეგ კი – უკრაინაში, ყველაფერთან ერთად, რაც მათ მოჰყვება: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ანუ ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მათ მოჰყვება“, – აღნიშნა დუგლას ბუშმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ ქვეყანა „აბრამსის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავდა.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების ტანკებზე წვრთნების პროცესი მაისში გერმანიაში დაიწყო. მედიის ცნობით, წვრთნების დასრულება ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close