მედიცინა
Quest Diagnostics-მა მომხმარებლებისთვის ალცჰაიმერის სისხლის ტესტის შეთავაზება დაიწყო
Quest Diagnostics-მა 31 ივლისიდან მომხმარებლებისთვის ალცჰაიმერის სისხლის ტესტის შეთავაზება დაიწყო.
ტესტირების შედეგად სისხლში ბეტა ამილოიდის ცილის დონის დადგენაა შესაძლებელი, რომლის სიჭარბეც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაზე მისი სიმპტომების გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე მიანიშნებს.
AD-Detect-ის სახელწოდებით ცნობილი ტესტის ღირებულება $399 შეადგენს.
„ამილოიდის ტესტის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის გაძლევს საშუალებას, რამდენიმე წლით ადრე იცოდე, რომ ალცჰაიმერის რისკის ქვეშ ხარ“, – განაცხადა Quest Diagnostics-ის ნევროლოგიის მიმართულების დირექტორმა.
imedinews.ge
კომენტარები