ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ტრანსნაციონალური კონტრაბანდა – ჩეხეთში დაკავებულია 13-კაციანი ჯგუფი, მათ შორის 7 ქართველია (ვიდეო)

ჩეხეთში ყალბი სიგარეტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული 13-კაციანი ჯგუფიდან 7 ქართველია. ტრანსნაციონალური კონტრაბანდა სამი ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობით აღკვეთეს. საუბარია კუსტარულად დამზადებულ 8.5 მილიონ ღერ სიგარეტზე და 111 მილიონ კრონაზე მეტი გადასახადების დამალვაზე.

კუსტარული საწარმოდან ნივთმტკიცებად ამოღებულია დანადგარი, რომელსაც შეუძლია წუთში 2500-მდე ღერი სიგარეტის წარმოება. სამართალდამცველებმა ბრალდებულებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 5 მილიონამდე თანხა და ძვირადღირებული მანქანებიც ჩამოართვეს.

7 ქართველის გარდა დაკავებულია უკრაინის 5 და ლიეტუვის ერთი მოქალაქე.

ჩეხეთთან ერთად სიგარეტის კონტრაბანდის საქმეზე 25 ადამიანი დააკავეს სლოვაკეთსა და პოლონეთშიც. აქვს თუ არა სამ ქვეყანაში გამოვლენილ კონტრაბანდულ ქსელს ერთმანეთთან კავშირი, ამას გამოძიება დაადგენს. დაკავებულებს, მათ შორის, საქართველოს 7 მოქალაქეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close