ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

ფლორენციაში საქართველოს მოქალაქე 32 წლის მამაკაცი დააკავეს აფთიაქზე თავდასხმის გამო

ფლორენციაში საქართველოს მოქალაქე 32 წლის მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ფლორენციის ადგილობრივი გამოცემა firenzetoday.it წერს. 

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაახლოებით 22:00 საათზე მამაკაცი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, აფთიაქში შევიდა, თანამშრომლებს დაემუქრა დასაკეცი დანით და სათამაშო პისტოლეტით, რათა მათგან ფული მიეღო. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყუთიდან მან დაახლოებით 1200 ევრო ნაღდი ფული ამოიღო, შემდეგ კი მოპედით გაიქცა.

ფლორენციის პოლიციის მე-4 მობილური ჯგუფის განყოფილებამ, რომელიც ფართოდ გავრცელებულ დანაშაულებზეა სპეციალიზებული, სწრაფად დაიწყო გამოძიება და  როდესაც ქალაქის სათვალთვალო კამერები ს ჩანაწერები გაანალიზა,  სწრაფად მიაგნო ეჭვმიტანილს და მალევე დააკავა.

გამოძიების დროს ისიც დადგინდა, რომ იმ მოპედის სანომრე ნიშანი, რომლითაც დაკავებული მამაკაცი გადაადგილდებოდა, ასევე მოპარული იყო და მესამე პირის მოტოციკლს ეკუთვნოდა.

ძარცვის შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, 26  ივლისს კი ადგილობრივმა პოლიციამ, პროკურატურის მოთხოვნით, ფლორენციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მამაკაცის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ სისრულეში მოიყვანა. დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, 32 წლის მამაკაცს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ძარცვასა და ნაქურდლის მიღებაში ედება ბრალი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close