მედიცინამსოფლიო

ქალი ყოველ ნახევარ საათში უნდა ადგეს სკამიდან: მეცნიერთა დასკვნა

ქალები პერიოდულად უნდა ადგნენ სკამიდან და გაიარ-გამოიარონ, თუ უნდათ, რომ თავიდან აიცილონ მძიმე ქრონიკული დაავადება – შაქრიანი დიაბეტი, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები.

ლეიჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევრები ირწმუნებიან, რომ ქალები ერთ ადგილზე მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში შეიძლება ისხდნენ, მერე კი აუცილებლად უნდა გაიარონ თუნდაც მცირე მანძილი. მით უმეტეს, თუ საუბარია პოსტმენოპაუზურ მდგომარეობაში მყოფ, ასევე, შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილ ქალებზე.

ბრიტანელმა სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც ქალები სამ ჯგუფად დაყვეს. ყველა მათგანი ერთნაირად იკვებებოდა იმ განსხვავებით, რომ ერთი ჯგუფის წევრები შვიდ-ნახევარი საათის განმავლობაში ისხდნენ, მეორე ჯგუფის წევრები – ხუთი წუთით დგებოდნენ ყოველი ნახევარი საათის შემდეგ, მესამე ჯგუფის ქალები კი დგებოდნენ და სეირნობდნენ კიდეც.

ამის შემდეგ მათ სისხლში შაქრის დონე კიდევ ერთხელ გაუზომეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებს, რომლებიც ნახევარ საათში ერთხელ დგებოდნენ და დადიოდნენ, სისხლში გლუკოზის ოპტიმალური მაჩვენებელი ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი კვლევა ჩაატარეს ამერიკელმა მეცნიერებმაც, რომლებიც დიდხანს ჯდომასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირს სწავლობდნენ. ამ მიზნით მათ 45 წელს გადაცილებული 8 ათასი ადამიანი ჩართეს ექსპერიმენტში, რომლის დასრულების შემდეგაც დაასკვნეს, რომ ნაადრევი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად იმ რესპონდენტებს ემუქრებოდა, რომლებიც მინიმუმ 30 წუთში ერთხელ დგებოდნენ და დადიოდნენ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close