ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24 – 30 ივლისი

მთვარე ზრდის ფაზაში 18 ივლისს  შევიდა და მასში თვის ბოლომდე დარჩება. მზარდი მთვარის გავლენით ბევრი ორაზროვანი მოვლენა ხდება და ვარსკვლავები გვპირდებიან, რომ  2023 წლის 24 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში ცვლილებებისკენ მიდრეკილება შესამჩნევი იქნება. იმისათვის, რომ საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ცვლილებებისგან სარგებელი მიიღოთ, ასტროლოგების რეკომენდაციებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

 

ვერძი

ამ კვირაში თქვენი ძალისხმევის გრანდიოზულ შედეგს იხილავთ. კარიერული წარმატება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ოცნება იყო თქვენთვის, რეალობად იქცევა. ამავე დროს, მრავალი პრობლემისგან, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზულად უნდა გაანალიზოთ თქვენი პირადი ურთიერთობები, რათა მათში ჰარმონია აღდგეს. ზედმეტი არ იქნება კარგი მეგობრის რჩევა, რომელიც რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. სწორედ თქვენი საღი აზრი და აქტიური პოზიცია იქნება მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს პრობლემებთან ყველაზე უკეთ გამკლავების საშუალებას მოგცემთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კურო

ამ  კვირაში ბევრი თქვენგანი ელოდება ცვლილებებს, რომლებიც დადებითად იმოქმედებს თქვენს კარიერაზე. სასიამოვნოდ გაოცდებით, როცა გაიგებთ,  რომ თქვენმა პროექტმა, რომელმაც დიდი ნდობა არ დაიმსახურა, პერსპექტიული განვითარება დაიწყო, თუმცა პირადმა პრობლემებმა შეიძლება გარკვეულწილად გაართულოს თქვენი საქმიანი ცხოვრება. ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს, თუ არ დაუშვებთ, რომ ამ პრობლემებმა გავლენა იქონიოს თქვენს საქმიან ურთიერთობაზე. კვირის ბოლოს შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან,  საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ტყუპი

ამ კვირაში ბევრი სამუშაო გექნებათ და შესაძლოა, ოჯახს საკმარისი ყურადღება ვერ მიაქციოთ.  მეტიც, ზედმეტად დატვირთულობამ შეიძლება სტრესი გამოიწვიოს. ამ დროს შეეცადეთ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალზე. კვირის ბოლოს მდგომარეობა შესამჩნევად შეიცვლება უკეთესობისკენ, რაც ნერვულ დაძაბულობას  შეგიმსუბუქებთ. სტაბილურობის შენარჩუნებაში კოლეგები ან ბიზნესპარტნიორები დაგეხმარებიან. შაბათ-კვირას შეეცადეთ, ცხოვრების ჩვეულ კურსს დაუბრუნდეთ, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ამ კვირაში არ არის რეკომენდებული ფინანსების სურვილისამებრ შესყიდვებზე დახარჯვა. თუ ამ რჩევას უგულებელყოფთ, პირადი ფინანსური კრიზისი თქვენთვის გარდაუვალია. ზოგადად კი, ფულის პრობლემები ერთადერთი უსიამოვნო მომენტია, რომელსაც ამ კვირაში წააწყდებით. კარიერულ საქმეებში თქვენი  მუშაობის ლოგიკურ შედეგს დაინახავთ და ხელმძღვანელების ქებას დაიმსახურებთ. ოჯახში თქვენი პარტნიორი ყველანაირად შეგაქებთ. ის აღფრთოვანებული იქნება თქვენ მიერ მომზადებული სიურპრიზით და ეს ემოციები ბოლოდროინდელ უსიამოვნებებს მთლიანად გადაფარავს.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ლომი

ამ კვირაში კარგად დაფიქრდით, თუ რა გზას უნდა დაადგეთ მომავალში თქვენი პერსპექტივების გასაუმჯობესებლად.  სამსახურშi საქმეების უზარმაზარ „გროვას“ კოლეგების გარეშე ვერ გაუმკლავდებით და, შესაბამისად, შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ, რომ მათთან ურთიერთობა გქონდეთ. ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ შაბათ-კვირას, როცა  თქვენი თამამი დიზაინერული იდეების განხორციელებას შეუდგებით. პირადი ურთიერთობები მთელი კვირის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში განვითარდება. ლომის ზოდიაქოს ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები, სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ, რომ მათთვის საინტერესო ადამიანის ყურადღება მიიპყრონ .

სასიკეთო დღეები: 24, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ქალწული

ქალწულები ამ კვირაში ცოტა სევდიანები იქნებიან თავიანთი პროფესიულ მიღწევების გაანალიზებისას. მოგბეზრდებათ ის ფაქტი,  რომ  მუდმივად თქვენზე ნაკლებად მონდომებულ კოლეგებს აწინაურებენ. არ უნდა გაჩუმდეთ, რადგან ასე კარიერულ კიბეზე ნამდვილად ვერ ახვალთ. ჰკითხეთ თქვენს ხელმძღვანელს, გაქვთ თუ არა კარიერული წარმატების შანსი და თუ ასეა, რამდენ ხანს შეგიძლიათ დაელოდოთ სასურველ დაწინაურებას. თანაც ამ კვირაში მზად იქნებით გათვლილი რისკებისა და ექსპერიმენტებისთვის, რათა რაიმე ახალი და პერსპექტიული აღმოაჩინოთ, თუმცა არც ის დაგავიწყდეთ, რომ შრომისგან დაღლილ სხეულს დასვენება სჭირდება. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 27.

 

სასწორი

სასწორისთვის ამ კვირაში არ არის რეკომენდებული ისეთი საქმეების აღება, რომლებიც აუტსაიდერების აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. თქვენ გვერდით არ იქნება ხალხი, ვინც მზად არის, თავდაუზოგავად დაგეხმაროთ და, შესაბამისად, ან მოგიწევთ მათი უღიმღამო მომსახურების ატანა, ან ამ სერვისებისთვის ასტრონომიულად მაღალი თანხების გადახდა. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით სანდო მოკავშირეების ყოფნა,  ცოტა ხანს მოიცადეთ და თქვენი თამამი იდეების განხორციელება მოგვიანებით დაიწყეთ. ჩაერთეთ მოსამზადებელ საქმიანობებში, ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი პირადი ურთიერთობის სფერო გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. შაბათ-კვირა მრავალფეროვანი  და საინტერესო დასვენებისთვის გამოიყენეთ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

 

მორიელი

მორიელები ამ კვირას ძალიან კომფორტულ პირობებში გაატარებენ. სამსახურში პრობლემა არ შეგექმნებათ და, შესაბამისად, პროფესიულ მოვალეობას ხალისით შეასრულებთ. შეგიძლიათ ნებისმიერი საღამო  მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ. წადით სპორტდარბაზში, დაიწყეთ აუზზე სიარული ან  ჩაერთეთ იოგას გაკვეთილებში. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი (იოგა) არის ახალი გატაცება, რომელიც არაერთ ძალიან საინტერესო ნაცნობობას მოგიტანთ და მარტოობისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლოს ეცადეთ, დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოინახულოთ და დრო მათთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 25, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ამ კვირაში თავიანთ საჯარო იმიჯს გააძლიერებენ. მონაწილეობას მიიღებთ  ერთდროულად რამდენიმე მსხვილ პროექტში, რომელიც ბიუროკრატიულ უკანონობასთან ან უსამართლობის სხვა გამოვლინებებთან ბრძოლისკენ იქნება მიმართული. როგორც აქტიურმა თანამშრომელმა, მიმდინარე საქმეებიც არ დაივიწყოთ. მათ შესანიშნავად შეასრულებთ,  ისე კარგად, რომ ხელმძღვანელები ნამდვილად დააფასებენ ამ დამსახურებას. მხოლოდ პირადი საკითხების გარკვევისას დაუფიქრებლად ნუ მოიქცევით, რადგან შესაძლოა ცოტა ხნის შემდეგ ძალიან ინანოთ. ამიტომ იქნებ ჯობდეს, ამ საკითხების გარკვევაც შემდეგისთვის გადადოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თხის რქა

მოსალოდნელია ამ კვირაში გარკვეული სირთულეები შეგექმნათ. შესაძლოა პრობლემები იყოს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. შეეცადეთ, იყოთ მომთმენი და უფრო მეტად დაკვირვებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ სიტუაცია დადებითი მიმართულებით შეიცვლება. კვირის ბოლოს განწყობა გაგიუმჯობესდებათ და თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. თქვენი ენერგია და პოტენციალი დაგეხმარებათ არა მხოლოდ სირთულეების გადალახვაში, არამედ იმაზე მეტის გაკეთებაში, ვიდრე თავად ელოდით. კვირის ბოლოს სიმშვიდე გარანტირებული გაქვთ.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მერწყული

მერწყულს ეს კვირა დასვენებისა და გართობის გრძელ დღედ მოეჩვენება. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე განვითარდება, რომ შვებულებაში წასვლისა და დასვენების გარეშეც შეძლებთ დროის მშვიდად გატარებას ზუსტად თქვენს სამუშაო ადგილზე. მოგეწონებათ მუშაობის ტემპის არჩევის შესაძლებლობა და სერიოზულად დაფიქრდებით ფრილანსერობაზე. ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან გაწუხებთ, დადებითად  გადაწყდება, დიდი ალბათობით, თქვენი მონაწილეობის გარეშეც კი. კვირის ბოლოს შესაძლოა ქალაქიდან გასვლა მოგიხდეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 29.

 

თევზები

მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში ბევრი სამუშაო გექნებათ, რაც დროის უმეტეს ნაწილს წაგართმევთ. მიზნის ნებისმიერი საშუალებით მიღწევის სურვილი დაგეუფლებათ, თუმცა ეს შეიძლება სულაც არ იყოს ადვილი საქმე. შესაძლოა გაგიჭირდეთ ადაპტაცია იმ ცვლილებებთან, რომლებიც გელით. პროფესიული დავალებების სიმრავლემ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასვენებისთვის დრო დაგიტოვოთ. შეეცადეთ, ძალიან არ გადაიტვირთოთ და შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close