ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი საბერძნეთს აქვს, ყველაზე მცირე – ესტონეთს
ევროსტატი ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ვალის შესახებ 2023 წლის I კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.
ევროპის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის (31 მარტი) ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი საბერძნეთს ჰქონდა, ყველაზე მცირე კი – ესტონეთს.
საბერძნეთის სახელმწიფო ვალმა I კვარტლის ბოლოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ/GDP) 168,3% შეადგინა, ესტონეთში ანალოგიური მაჩვენებელი 17,2% იყო.
- საბერძნეთი – 168,3%
- იტალია – 143,5%
- პორტუგალია – 113,8%
- ესპანეთი – 112,8%
- საფრანგეთი – 112,4%
- ბელგია – 107,4%
- კვიპროსი – 84%
- ავსტრია – 80,6%
- უნგრეთი – 74,9%
- ფინეთი – 72,5%
- სლოვენია – 69,5%
- ხორვატია – 69,5%
- გერმანია – 65,9%
- სლოვაკეთი – 57,9%
- მალტა – 53,6%
- რუმინეთი – 49%
- ნიდერლანდები – 48,3%
- პოლონეთი – 48,1%
- ჩეხეთი – 44,5%
- ირლანდია – 43,5%
- ლატვია – 42,9%
- ლიეტუვა – 38,4%
- შვედეთი – 31,7%
- დანია – 29,4%
- ლუქსემბურგი – 28%
- ბულგარეთი – 22,5%
- ესტონეთი – 17,2
ევროზონის (შედის 20 ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ვალუტა ევროა) სახელმწიფო ვალის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 31 მარტისთვის 91,3% შეადგინა, ევროკავშირის (27 წევრი) სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი კი 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მასზე თითქმის 7%-ით ნაკლები – 83,7% იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა როგორც ევროზონის (იყო 95,1%), ისე ევროკავშირის სახელმწიფო ვალის (2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოს იყო 87,4%) მაჩვენებელი.
ნანა ძნელაძე
კომენტარები