ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი სიკეთის მსხვერპლი ხდებიან

სიკეთე ადამიანის საუკეთესო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. რაც უფრო კეთილია ადამიანი, მით უფრო სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. „სიკეთე მზის შუქსა ჰგავს, ანათებს და ათბობს“, თუმცა ასტროლოგები პრობლემებზეც მიუთითებენ, რადგან კეთილი ადამიანები შეიძლება ირგვლივ მყოფებმა სათავისოდ გამოიყენონ. გაინტერესებთ, ყველაზე ხშირად რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ხდებიან საკუთარი სიკეთის მსხვერპლი? მოვუსმინოთ ასტროლოგებს:

 

მერწყული

ყველაზე კეთილი ადამიანები მერწყულის ნიშნის ქვეშ იბადებიან, მათ, ჩვეულებრივ, ახასიათებთ კომუნიკაბელურობა, გახსნილობა, ენერგიულობა. ისინი ნეგატიური ემოციების აბსოლუტური მოწინააღმდეგეები არიან, ამიტომ მათაც კი, ვინც უსამართლოდ მოექცნენ, მაინც ძალიან დადებითად ექცევიან. მერწყულის მისია სამყაროში სინათლისა და სილამაზის შემოტანაა.

 

კურო

კურო ბუნებით კეთილი, არაეგოისტური, გულმოწყალე, გულახდილი და პატიოსანია. გულუხვი და კეთილი კურო ყოველთვის მზად არის, დახმარების ხელი გაუწოდოს ადამიანებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები იმავე თვისებებს მოელიან გარშემო მყოფებისგან. ხასიათის ეს თვისებები უკიდურესად დადებითად აღწერს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს, თუმცა სწორედ ამ თვისებებს შეიძლება სამწუხარო შედეგები მოჰყვეს, მაგალითად, ის, რომ კურო მოტყუების მსხვერპლი გახდეს.

 

თევზები

თევზებს მერწყულის მსგავსი ხასიათი აქვთ, რადგან ისინიც ცდილობენ თავიანთი ცხოვრებიდან ნეგატივის აღმოფხვრას. საკუთარი ქარიზმითა და გონებამახვილობით ისინი სწრაფად განაწყობენ გარშემომყოფებს პოზიტიურად. ასევე, ისინი არ ჩხუბობენ და პატიობენ მათ, ვინც ცუდად მოექცათ, თუმცა, ამავდროულად, მათთან ურთიერთობას წყვეტენ სამაგიეროს გადახდის გარეშე. ასე იცავენ ისინი თავს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ მათ ნათელ ენერგიას ზიანი მიაყენონ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close