იოლი და სახელდახელო: გამაგრილებელი კოქტეილის რეცეპტები
ზაფხულის ხვატს ადამიანები სხვადასხვანაირად ებრძვიან, თუმცა ცხელ დღეებში უგემრიელეს გამაგრილებელ სასმელებს ნამდვილად ვერაფერი შეედრება.
ქვემოთ განსხვავებული კოქტეილების რეცეპტებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ძალიან ადვილადაც მზადდება და უაღრესად გემრიელიცაა.
საზამთროს მოჰიტო
ინგრედიენტები:
საზამთროს რბილობი – 700 გრამი;
ვაშლის წვენი – 1 ჭიქა;
ლაიმი – 2 ცალი;
პიტნა – 1 კონა;
შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
საზამთროს მოაჭერით კანი, ამოაცალეთ თესლი.
გადადეთ 1 ცალი ლაიმი და პიტნის 4-6 ღერი ცალკე – გასაფორმებლად. დანარჩენ პიტნას კი მოაცალეთ ფოთლები და დაჭერით. მეორე ლაიმისგან გამოწურეთ წვენი.
ათქვიფეთ საზამთროს რბილობი, ვაშლის წვენი, პიტნა და ლაიმის წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუსველეთ მაღალ ჭიქებს ზედაპირი წყლით, შემდეგ კი ამოავლეთ თეფშზე დაყრილ შაქარში.
გაანაწილეთ ჭიქებში საზამთროს მოჰიტო, მორთეთ პიტნის ღერებითა და ლაიმის ნაჭრებით.
მარწყვის მუსი
ინგრედიენტები:
შაქრის პუდრი – 50 გ.
არაჟანი – 150 გ.
კონიაკი – 1 ჩაის კოვზი;
მარწყვი – 6-8 ცალი
მომზადების წესი
ბლენდერში ათქვიფეთ არაჟანი. ეტაპობრივად დაამატეთ შაქრის პუდრი, კონიაკი, მარწყვი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა ჩაასხით ჭიქებში და შედგით მაცივარში გასაგრილებლად.
გემრიელად მიირთვით!
sputnik-georgia.com
კომენტარები