საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის კურორტ ლუტრაკიში ტყის ხანძრის გამო საზაფხულო ბანაკიდან 1200 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო

საბერძნეთის კურორტ ლუტრაკიში ტყის ხანძრის გამო,  საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. საკურორტო ქალაქი ათენიდან 81 კილომეტრში მდებარეობს.

როგორც ქალაქის მერი ამბობს, ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

ბერძნული მედიის ცნობით, ძლიერი ხანძარია ასევე ქალაქ კოუვარასთან.

ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო ახლომდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს ასევე მოუწოდეს ევაკუაციისკენ.

ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებულია 50 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა, აგრეთვე, ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენები. ბერძენ მეხანძრეებს რუმინელი კოლეგებიც ეხმარებიან .

ცნობისთვის, გასულ კვირას საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც აკროპოლისი დამთვალიერებლებისთვის დროებით დახურეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close