შეუცნობელიჰოროსკოპი

18 ივლისი 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად ითვლება – რა გავლენას მოახდენს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა თითოეულ ადამიანზე

2023 წლის ივლისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდა, რაც თითოეულ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. 13 ივლისს რაჰუს და კეტუს კვანძები კურო-მორიელის ღერძიდან ვერძი-სასწორში გადავიდა და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ კომბინაციაში იქნება. ასტროლოგების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება.

აღნიშნული კომბინაცია ქორწინებებით, განქორწინებებით, ურთიერთობებში სიცხადის შეტანით, ნიშნობებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით ხასიათდება, ამიტომაც დიდი შანსია, რომ თქვენი ცხოვრება ამ კუთხით შეიცვალოს – ქორწილი დაგეგმოთ ან საბოლოოდ დაშორდეთ იმას, ვინც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს.

მაგრამ მთავარი მოვლენა 17-18-19 ივლისს მოხდება. სწორედ ამ პერიოდში იქმნება ცაში პლანეტების ყველაზე მნიშვნელოვანი კონფიგურაცია, რომელსაც დიდ ჯვარს უწოდებენ. განსაკუთრებულ გავლენას კი 18 ივლისს ვიგრძნობთ. პლანეტა პლუტონი, მზე + მთვარე და კარმა რაჰუს და კეტუს კვანძები ცაში ოთხ წერტილად იქცევა. ასტროლოგების თქმით, აღნიშნულ სიტუაციას პლანეტა პლუტონი მართავს. აღსანიშნავია, რომ 17 ივლისს ახალი მთვარეა და ორივე მნათობი ცაში ერთ გრადუსზე იქნება.

აღნიშნულ კომბინაციას ძალიან დიდი ენერგია აქვს და შეუძლია, ბევრი ადამიანის ცხოვრება მკვეთრად შეცვალოს. ვინაიდან 18 ივლისს ე.წ. დიდი ჯვრის სათავეში პლანეტა პლუტონი და მზე არიან, სწორედ მათი ენერგია და გავლენები იქნება გადამწყვეტი. სწორედ ამ დღეებში ადამიანებში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და გარკვეული კვანტური ნახტომი მოხდება. ეს შესაძლოა, ნებისმიერ სფეროს უკავშირდებოდეს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანი არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლის სურვილს იგრძნობს და პირველივე ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

პლუტონი პასუხისმგებელია იმ ყველაფრის სამუდამოდ გაქრობაზე, რასაც არანაირი პოტენციალი და პერსპექტივა არ გააჩნია. მზე კი ჩვენს ბედნიერებასა და სიამოვნებას უზრუნველყოფს. 17-იდან 19 ივლისამდე ბევრი ადამიანი საბედისწერო და რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს შეიძლება ეხებოდეს კარიერას, პირად ცხოვრებას, საქმიან ურთიერთობებს. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ნიშნები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მიხვდებით, რომ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს, რომლებსაც განვითარების პერსპექტივა აღარ აქვს, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ. უარი უნდა თქვათ სამსახურში იმ საქმის შესრულებაზე, რომელიც არ გევალებათ; დაამთავროთ ტოქსიკური დამოკიდებულებები, საბოლოოდ თქვათ უარი იმაზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ძალით ასრულებთ. საპასუხოდ კი დაიწყოთ რაიმე ახალი, რაც ძალიან დიდ წარმატებასა და იღბალს მოგიტანთ.

ე.წ. დიდი ჯვარი ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს თხის რქაზე, კირჩხიბზე, სასწორსა და ვერძზე. ასევე, პლანეტა პლუტონი და მზე მორიელსა და ლომის ნიშნებს მართავენ. შესაბამისად, ეს კომბინაცია მათთვისაც საყურადღებო იქნება. გარდა ამისა, დიდ გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ:

20 და 21 იანვარს
20 და 21 აპრილს
23 და 24 ივლისს
23 და 24 ოქტომბერს

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close