ტექნოლოგიებიეკონომიკა

კოსმოსში პირველი საწარმოო ქარხანა განთავსდა

კალიფორნიაში დაარსებულმა სტარტაპმა, რომლის თანადამფუძნებელი Varda Space Industries-ია, ორბიტაზე თავისი პირველი თანამგზავრი, W-Series 1 წარმატებით განათავსა. კომპანიის მიზანი კოსმოსში ისეთი ტიპის მასალების წარმოებაა, რომელთა დამზადებაც დედამიწაზე შეუძლებელია, ანდა მიკროგრავიტაციის პირობებში უფრო სწრაფად და ხარისხიანადაა შესაძლებელი.

Varda-ს თანამგზავრის გაშვება ორგანიზაციის სატესტო კამპანიის ნაწილია და კოსმოსში ფარმაცევტული საშუალებების შესაქმნელად, კომპანიის სატელიტის ვარგისობის დასადგენად ხორციელდება. კომპანიის მიზანი კოსმოსში სხვადასხვა მასალის მასობრივი წარმოების დაწყებაა: „მძლავრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით დაწყებული, ფარმაცევტული საშუალებებით დასრულებული, დღეს დედამიწაზე პროდუქტების დიდი ასორტიმენტი გამოიყენება, რომელთა წარმოებაც კოსმოსშია შესაძლებელი“, – ვკითხულობთ Varda-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Varda-ს პროექტი სამეცნიერო კვლევას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, კოსმოსში წარმოებული ცილის კრისტალები ბევრად უფრო სრულყოფილ სტრუქტურებს ქმნიან, ვიდრე დედამიწაზე წარმოქმნილნი, სადაც ფორმირების პროცესზე გრავიტაცია უარყოფით გავლენას ახდენს. ფარმაცევტული ფირმა Merck-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული კვლევით, მიკროგრავიტაციაში, კიბოს წამალ Keytruda-ში გამოყენებადი აქტიური ინგრედიენტის, პემბროლიზუმაბის უფრო სტაბილური ვერსიის მიღებაა შესაძლებელი.

Varda-ს პირველი მისია რიტონავირის კოსმოსური განვითარების კვლევაზე იქნება ორიენტირებული – წამალი, რომელიც, ტრადიციულად, აივ-ის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა ბოლო პერიოდში Covid-19-ის სამკურნალოდ შექმნილ ანტივირუსულ მედიკამენტ პაქსლოვიდშიც იყო წარმოდგენილი.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close