სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სერია A-ში სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს გასულ, 2022-2023 წლების სეზონში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას  მიერ გატანილი გოლი გულშემატკივრებმა საუკეთესოდ აღიარეს. ინფორმაცია სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიამ  მიიღო ჯილდო Goal Of The Season crypto.com-ისგან.

„ნაპოლის“ თავდამსხმელის მიერ ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ 11 მარტს გამართულ მატჩში გატანილმა გოლმა სერია А-ს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

„ატალანტასთან“ 26-ე ტურის მატჩის მე-60 წუთზე, ოსიმენის გადაცემის შემდეგ, ხვიჩამ დრიბლინგების შესანიშნავი სერია შეასრულა თავისი უზადო საფეხბურთო ტექნიკით, ბერგამოელთა შვიდი მცველის წინააღმდეგ იმარჯვა, ურთულეს სიტუაციაში ბურთი ზუსტად დაარტყა და გაიტანა. გულშემატკივარმა სათანადოდ დააფასა ხვიჩას გოლი და მათზე წინ დააყენა, რომლებიც სეზონის მსვლელობისას „თვის საუკეთესო გოლებად“ დასახელდა.

„ატალანტასთან“ მატჩი „ნაპოლის“ სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატზე პირველივე სეზონში თამაშისას საუკეთესო მოთამაშის წოდება (MVP) დაიმსახურა, „ნაპოლიმ“ კი ბოლო 33 წლის განმავლობაში პირველად მოიგო სკუდეტო.

2022-23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით, 77 ნომრით 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა, 17 საგოლე გადაცემა გააკეთა და, ყველაფერთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც აღიარეს.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე:

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close