ეკონომიკამოგზაურობა

27 ივნისიდან ევროპიდან ჩამოსვლას ბორნითაც შეძლებთ – საქართველო-რუმინეთს შორის კვირაში ერთი საბორნე რეისი შესრულდება

ქართული კომპანია E60 Shipping Line 27 ივნისიდან რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით საბორნე მიმოსვლას იწყებს. კონსტანცასა და ფოთის ნავსადგურებს კომპანიის სწრაფმავალი ბორანი „Vilnius“-ი დააკავშირებს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია E60 Shipping Line-ის მმართველმა პარტნიორმა შალვა წაქაძემ განაცხადა.

წაქაძის ინფორმაციით, ბორანი „Vilnius“ არის 191 მეტრის სიგრძის გემი, რომელზეც 101 სატვირთო ავტომობილი და 132 მგზავრი ეტევა.

გემი აღჭურვილი ლუქსის და ნახევრად ლუქსის ტიპის 2 და 4-ადგილიანი კაიუტებით.

მგზავრის გადაყვანის საფასური ზრდასრული მომხმარებლისთვის 200 ევროდან იწყება. მათ ადგილზე სამჯერადი კვებით უზრუნველყოფენ. აგრეთვე, შესაძლებლობა ექნებათ, ბარით, გასართობი სივრცით, საბავშვო სივრცით ისარგებლონ.

თავდაპირველად ბორანი კვირაში ერთ რეისს შეასრულებს, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია აღნიშნულ მარშრუტზე რეისის შესასრულებელ დროს 48-იდან 40 საათამდე შეამცირებს, რეისების რაოდენობაც გაიზრდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close