ტექნოლოგიები

Google-ი მომხმარებელთა დაარქივებული ფოტოების წაშლას იწყებს

თუკი ოდესმე Google Hangouts-ს ან რომელიმე მსგავს პლატფორმას იყენებდით, შეიძლება არც იცოდეთ, რომ იქ ატვირთული სურათები და ვიდეოები Album Archive-ში დღემდე ინახება. ახლა კომპანია ამ ფუნქციას აუქმებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი წაიშლება, მათ შენარჩუნებას კი Google Takeout-ის მეშვეობით მოახერხებთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

Google-ის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი გაფრთხილების მიხედვით, წაშლის პროცესი 19 ივნისიდან დაიწყო. მათ შორისაა Hangouts-ის მონაცემები, Gmail-ის ფონები, პატარა მიმოხილვითი სურათები და ა.შ.

ამ ყველაფერს Album Archive-ის გვერდზე გადასვლისას ნახავთ, სადაც გალერეა იქნება წარმოდგენილი ან იქ სულაც არაფერი დაგხვდებათ, თუ ზემოხსენებული პლატფორმებით არასდროს გისარგებლიათ.

შესამოწმებლად, დააჭირეთ ბმულს, მანამდე კი დარწმუნდით, რომ Google-ის ანგარიშში შესული ხართ — get.google.com/albumarchive.

Takeout-ის მეშვეობით მიიღებთ სურათების გადმოსაწერად საჭირო ბმულს და მათ Google Drive, Box-ში, OneDrive-ში ან Dropbox-ში გადაიტანთ.

გახსოვდეთ, რომ ეს ბმული მხოლოდ 7 დღის განმავლობაში იქნება აქტიური.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close