ვიდეოსაზოგადოება

ეგვიპტის კურორტზე ზვიგენმა 23 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა – შოკის მომგვრელი ვიდეო

ეგვიპტეში გუშინ, 8 ივნისს ზვიგენი თავს დაესხა ახალგაზრდა მამაკაცს, როცა ის ზღვაში ცურავდა. ტრაგედია ჰურგადაში, ყველაზე პოპულარულ პლაჟზე, Dream Beach-ზე, მამის და უამრავი დამსვენებლის თვალწინ მოხდა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მამაკაცი გოგონასთან ერთად ცურავდა, როდესაც ზვიგენი თავს დაესხა. ის გოგონას გადაეფარა, რომელმაც თავის დაღწევა შეძლო.

Telegram-არხი  წერს, რომ 23 წლის ვლადიმირ პოპოვი რუსეთიდან მამასთან ერთად ჰურგადაში რამდენიმე თვის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მათ British Resort-ის საცხოვრებელ კომპლექსში შეიძინეს ბინა.

თვითმხილველებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობდა ზვიგენის მსხვერპლი ახალგაზრდა კაცი თავის დახსნას, მაგრამ მტაცებელმა ის წყალქვეშ ჩაითრია – უთანასწორო ორთაბრძოლამ სულ ერთ წუთს გასტანა. ნავზე მყოფი ადგილობრივები დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close