ვიდეოხელოვნებაკულტურა

უკვდავი „BESAME MUCHO“ ორი ქართველი ვარსკვლავის შესრულებით (ვიდეო)

მსოფლიო ჰიტი „Besame mucho“ მექსიკელმა კომპოზიტორმა კონსუელო ველასკესმა ჯერ კიდევ 1940 წელს დაწერა, თუმცა პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. ესპანურ ენაზე შექმნილი სიმღერა 20-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

გასაოცარია, მაგრამ როდესაც ეს უბერებელი სიმღერა, „Besame mucho“ („მაკოცე მაგრად“) დაიწერა, მისი ავტორი 15 წლის იყო. წლების შემდეგ, როდესაც ქალბატონ ველასკესს ჰკითხეს, ვინ იყო მისი სიყვარული, რომელსაც ეს სიმღერა მიუძღვნა, მისი პასუხი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც კომპოზიტორმა აღნიშნა,  ამ სიმღერის შექმნამდე არავისთვის უკოცნია.

„Besame mucho“-ს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტილში ასრულებდნენ ისეთი დიდი მომღერლები, როგორებიც არიან: პლასიდო დომინგო, ელვის პრესლი, ხოსე კარერასი, ჯგუფი „ბიტლზი“ და ა.შ.

დღეს გთავაზობთ „Besame mucho“-ს ორი ქართველი ვარსკვლავის შესრულებით – მაია ბარათაშვილმა  უკვდავი ჰიტის საკუთარი ვერსია „რუსთავი 2-ის” შუადღის გადაცემაში შემოგვთავაზა თეა დარჩიას ქორეოგრაფიულ გაფორმებასთან ერთად.

ჯაზის უბადლო შემსრულებელიმაია ბარათაშვილი 2017 წელს ამერიკულ ონლაინ კონკურსში Made in New York Jazz competition ჟიურიმ ტოპ 2 სოლო ვოკალურ კატეგორიაში (top 2 in solo vocal category)  საუკეთესოდ დაასახელა. 2020 წლის მარტში კი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

თეა დარჩიას დამსახურებულად  უწოდებენ ქართული სცენისა და ცეკვის ლეგენდას. 30 წელზე მეტია, რაც იგი ქართულ საცეკვაო ხელოვნებას ემსახურება – იმას, რასაც გრიგოლ რობაქიძემ „ქართული გენია ცეკვით განფენილი“ უწოდა. ამ წლების მანძილზე თეა დარჩია შეუდარებელი პრიმაა, რომელსაც თუ ერთხელ ნახავ სცენაზე, ვეღარასდროს დაივიწყებ…

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close