ვიდეოსპორტი

ცნობილი რუსი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილსა და მის პარტნიორს საქართველოს ნაკრებში გადასვლის უფლება მისცეს (ვიდეო)

რუსმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრებში გადასვლის ნებართვა მიიღეს, – ამის შესახებ РИА Новости იუწყება რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ელენა ჩაიკოვსკაიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დიანა დევისი 20 წლისაა, დაბადებულია აშშ-ში. იგი ცნობილი რუსი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. გლებ სმოლკინთან დუეტში მან 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მე-14 ადგილი დაიკავა. წყვილმა 2021 წლის დეკემბერში რუსეთის ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სპორტსმენების საქართველოს ნაკრებში შესაძლო გადასვლაზე საუბრები 2022 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა, მაგრამ, მედიასაშუალებების ინფორმაციით, მხარეები აქამდე ვერ თანხმდებოდნენ.

„ფიგურული სრიალის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ბიურომ მათი გადასვლა საქართველოს ნაკრებში მოიწონა. ისინი წელიწად-ნახევარია არ გამოსულან და ჩვენთან არ უვარჯიშიათ, არც ივარჯიშებენ, ამიტომ მათზე არანაირი თანხა არ დაგვიხარჯავს. ასე რომ, მათ ვუშვებთ”, – განაცხადა ჩაიკოვსკაიამ.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

დევისი-სმოლკინის წყვილმა 2022/23 სეზონზე სმოლკინის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ყველა შიდარუსული ტურნირი გამოტოვა. ამერიკელმა ჟურნალისტმა დეივ ლიზმა ზაფხულში განაცხადა, რომ დუეტი აშშ-ის ნაკრებში აპირებდა გადასვლას, მაგრამ მოციგურავეებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close