პოლიტიკასაზოგადოება

სააკაშვილის მეოთხე შვილი? – უკრაინელი დეპუტატი აცხადებს, რომ მისი პირმშოს მამა საქართველოს ექსპრეზიდენტია

უკრაინული გამოცემა tabloid.pravda.com.ua-ს ინფორმაციით, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი პარტის „ხალხის მსახურიდან“  ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის შესახებ 32 წლის უკრაინელი დეპუტატი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს.

იასკო წერს, რომ მისი შვილი „მამისთვის უკრაინელი ფესვები და უკრაინული გაგრძელებაა“.

იას­კო თავის პოს­ტში არ აკონკრეტებს, რო­დის და­ი­ბა­და მისი შვი­ლი, არც სქე­სს და სა­ხე­ლს ახსენებს. თუმცა იმის შესახებ, რომ დედა გახდა, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს განაცხადა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ლიზა იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2022 წლის
თე­ბერ­ვალ­ში წერ­და. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­მა“ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და ლი­ზას სა­ერ­თო შვილ­ზე, თით­ქოს კი­ევ­ში ბინა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შვი­ლიშ­ვილს გა­და­უ­ფორ­მა, თუმ­ცა მა­შინ ეს
ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

რო­გორც Ambebi.ge-ს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვი­დან წყა­რომ უთხრა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვი­ლი 1 წლის არის და ჟას­მი­ნი ჰქვია. სა­ხე­ლი გო­გო­ნას დე­დამ შე­ურ­ჩია. როგორც ამბობენ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­თხე შვილს ჯერ­ჯე­რო­ბით არ იც­ნობს.

როდესაც უკ­რა­ი­ნუ­ლმა მე­დიამ იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ გაავრცელა ინფორმაცია 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მედიასაშუალებები აღნიშნავდნენ, რომ ქალს მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი 5 თვის დაკავებული იყო. რამდენიმე თვეში ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტი მოამზადა ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის საერთო შვილზე, თითქოს გიული ალასანიამ კიევში ბინა შვილიშვილს გადაუფორმა, თუმცა ეს ინფორმაცია სააკაშვილის დედას არ დაუდასტურებია.

სააკაშვილი და იასკო დიდხანს მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას, თუმცა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში აღიარა 32 წლის უკრაინელი დეპუტატის სიყვარული… მოგვიანებით მედია წერდა, რომ ლიზა იასკომ სააკაშვილთან ურთიერთობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ექსპრეზიდენტის მთელი ქონება დედამისის სახელზეა გაფორმებული. .

ლიზა იასკომ კიევის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. იგი პირველი უკრაინელი ქალია, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტში ბლავატნიკის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა . იასკო ერთხანს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდში მუშაობდა, არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის მუდმივი დელეგაციის თავმჯდომარე. 2020 წელს რუსეთმა ელიზავეტა იასკო სანქცირებულ ფიზიკურ პირთა სიაში შეიყვანა.

ნუცა ყაველაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა თავის მეორე სამშობლოში მეორე ოჯახი შექმნა – ვინ არის ექსპრეზიდენტის ახალი ცოლი (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close