მსოფლიოპოლიტიკა

ბაიდენი კიდევ ერთხელ დაეცა – ამჯერად საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ფეხზე იდგა, რათა 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთმია. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ბაიდენი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

თეთრი სახლის პრესანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენი ქვიშის ტომარას დაეჯახა, რომელიც სიტყვის წასაკითხი სუფლიორის გასამაგრებლად იდგა სცენაზე.

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი, 80 წლის ბაიდენი ორჯერ დეცა: ერთხელ 2021 წელს თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე თვეში და მეორედ – ამ წლის დასაწყისში ვარშავაში გამგზავრებისას.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ამომრჩეველთა უმრავლესობა შეშფოთებულია ბაიდენის ასაკით, რადგან თუ ის გაიმარჯვებს, მეორე ვადის დასაწყისში 82 წლის იქნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close