საზოგადოებაშეუცნობელი

4 ივნისის სავსემთვარეობა – როგორ შეიცვლება უახლოეს მომავალში მოვლენები თქვენთვის

4 ივნისს სავსემთავრეობაა – ეს სავსემთავრეობა მშვილდოსანი-ტყუპის ღერძზე მიმდინარეობს. ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით, ივნისის სავსემთავრეობა მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ექვსი თვის წინ დაწყებული პროცესების დამასრულებელ ფაზაში გადასვლას მიანიშნებს.

„4 ივნისს, თბილისის დროით 7:42 საათზე სავსემთვარეობა იქნება.

ეს კონკრეტული სავსემთვარეობა მიანიშნებს მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ექვსი თვის წინ დაწყებული პროცესების დამასრულებელ ფაზაში გადასვლას. ტყუპი-მშვილდოსანი – ეს ინფორმაციის და კომუნიკაციის ღერძია, აქედან გამომდინარე, ეს სწორედ რაღაცის სწავლას, ცოდნის მიღებას, საქმიანი თუ პირადი სახის ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემას, ასევე ურთიერთობებს დაუკავშირდება.

მოსალოდნელია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ინფორმაციის ან ურთიერთობის კუთხით გარკვეული გადაფასებაც კი მოხდეს. მათ გარშემო არსებული სივრცე გათავისუფლდეს ძველისგან და მოვიდეს ახალი. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, აბსოლუტურ ცვლილებას, მაგრამ ეს იქნება ბევრი რამის გადალაგება და შეცვლა.

ეს სავსემთვარეობა ასევე დაუკავშირდება საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას, უცხოეთის თემატიკას (იგივე უცხოელებთან ურთიერთობებს), უმაღლეს განათლებას, ტრენინგებს, სემინარებს და ასევე მოგზაურობას(თუმცა კონკრეტულად 4 ივნისი არასასურველი დღეა მოგზაურობის დასაწყებად).

ეს სავსემთვარეობის პერიოდი (და საერთოდ, ივნისის პირველი კვირა) ასევე დაუკავშირდება ახალი ინიციატივების გამოვლენას, ახალი ინტერესების გაჩენას და ახალი იდეების მოფიქრებას. არ არის გამორიცხული, რომ ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ პერიოდში მიაგნოს მისთვის მნიშვნელოვანი და რთული საკითხის მოგვარების გზას. საერთოდ, ივნისის პირველ კვირაში (პიკი: 3-5 ივნისი) მოფიქრებული იდეების მომენტალური რეალიზება ნაკლებად რეკომენდებულია. სასურველია ისინი კარგად მოერგოს არსებულ სიტუაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მათი რეალიზაცია.

ნეგატიური კუთხით, შესაძლოა ეს იყოს ურთიერთობების გართულება, ინფორმაციის „ჩაკეტვა“, რაიმე თემის „გაყინვა“, ამიტომ სასურველია ასეთი სიტუაციისთვის არსებობდეს გეგმა B, რომელიც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში განხორციელდება.

ამ სავსემთვარეობას (4 ივნისს), მზე და მთვარე სატურნთან ერთად პლანეტების ნეგატიურ კონფიგურაციას, ე. წ. „ტაუ-კვადრატს“ შექმნიან, რომელიც მელანქოლიურ, ასე ვთქვათ, „დეპრესიულ“ განწყობაზე მიანიშნებს. თუმცა უკვე 5 ივნისიდან  ეს ნეგატიური განცდა უკან დაიხევს და 6 ივნისიდან ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა ერთი-ორად გაძლიერდება“, – წერს რამაზ გიგაური.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close