ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, მისი მწვრთნელი კი – სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა – ასეთია The Athletic-ის შეფასება. გამოცემის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ევროპის ტოპ 5 ლიგებში 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოარჩიეს.

„დავასახელეთ ის მოთამაშეები, რომლებმაც სეზონში ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრეს. მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ უნდა ყოფილიყო 23 წელზე უფროსი ასაკის“, – წერს გამოცემა.

სერია A – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

პრემიერლიგა – ბუკაიო საკა („არსენალი“)

ლა ლიგა – ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)

ბუნდესლიგა – ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“)

ლიგა 1 – ელი ვაჰი („მონპელიე“)

„სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სეზონის საუკეთესო იყო. ამ მხრივ, შესაძლოა, მხოლოდ პაულო დიბალა შეადარო. ძნელია, გაიხსენო ფეხბურთელი, რომელიც უცნობი ჩემპიონატიდან მოვიდა და იტალიურ ფეხბურთზე ასეთი დიდი გავლენა მოახდინა.

კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით, ჩემპიონატის პირველ ორ მესამედში. ამ სეზონამდე „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის პირადი რეკორდი სერია A-ში 14 გოლი იყო. ახლა კი 25 გაიტანა, რაც ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ მის გვერდით ასეთი არაპროგნოზირებადი დრიბლიორია“, – წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, „ნაპოლის“ მწვრთნელი, 64 წლის ლუჩანო სპალეტი სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ სერია A-ს სეზონის ბოლოს დატოვებს, რაც კლუბის პრეზიდენტმაც და თავად მწვრთნელმაც დაადასტურეს. , სპალეტიმ თქვა, რომ ფეხბურთისგან დროებით დაისვენებს, რადგან ძალიან დაღლილია და სხვა გუნდში მალე არ გადავა.

სპალეტიმ „ნაპოლი“ მესამე სკუდეტომდე მიიყვანა – პირველად 1990 წლის შემდეგ, და მისმა გუნდმა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთი აჩვენა. ეს სპალეტისთვის იყო იტალიის პირველი ჩემპიონობა და ტიტული 2008 წლის შემდეგ, როდესაც „რომაში“ იტალიის თასი მოიგო.

სპალეტი კვირა საღამოს დატოვებს „ნაპოლის“ მწვრთნელის თანამდებობას, როდესაც გუნდი სეზონის ბოლო შეხვედრას „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ „სამპდორიასთან“ გამართავს. იტალიური მედიის ცნობით, მომავალ სეზონში„ნაპოლის“ მწვრთნელი სპალეტის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close