მსოფლიოსაზოგადოება

ის, რომ საქართველო შტატ ჯორჯიაში ერევათ, არაერთი კურიოზის მიზეზი გახდა – რა ვიცით საქართველოში ჯორჯიის შტატზე

ის, რომ საქართველოსა და ჯორჯიის შტატს ინგლისურად ერთი სახელი ჰქვიათ, არაერთი კურიოზის მიზეზი გახდა. რა ვიცით საქართველოში შტატზე, რომელშიც მთელ მსოფლიოს ვერევით?

I am from Georgia – როდესაც ამას საქართველოს საზღვრებს მიღმა ამბობ, უმეტეს შემთხვევაში მაშინვე უნდა დააყოლო – The country. ამით მიანიშნებ, რომ ამერიკის შტატ ჯორჯიის გარდა კიდევ სახელმწიფო ჯორჯიაც არის. თუ გაგიმართლა, მოსაუბრემ შეიძლება მისი არსებობა ისედაც იცოდეს, მაგრამ როგორც გამოცდილება აჩვენებს, ხშირად მეორე ჯორჯიის შესახებ ან არაფერი უწყიან ან მხოლოდ სტალინი და ერთი-ორი ფეხბურთელი გაუგიათ.

ის, რომ საქართველო შტატ ჯორჯიაში ერევათ, რამდენჯერმე დაუჯერებელ კურიოზში გადაიზარდა. ჯერ იყო, 2008 წელს, ჯორჯიის ზოგ მკვიდრს ეგონა, რომ რუსეთი დაესხა თავს. 2022 წელს კი, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, საქართველო ევროკავშირში შესვლაზე განაცხადის შეტანას აპირებსო, იფიქრეს, მათი სამშობლო ამერიკის შეერთებულ შტატებს ტოვებდა.

„ბაიდენი ისეთებს შვრება, რომ ისეთი მაგარი შტატი, როგორიც ჯორჯიაა, გვტოვებს“, – წერდა ინტერნეტის ერთ-ერთი მომხმარებელი.

„აშშ მაგარ შტატს კარგავს“, – წუხდა სხვა.

„აქამდე არ ვიცოდი, თუ ამერიკის რომელიმე შტატს ევროკავშირში შესვლა შეეძლო“, – დაეჭვდა მესამე.

„ფლორიდაც ხომ არ შევიდეს ევროკავშირში? კარგი იქნებოდა“, – წინადადება წამოაყენა მეოთხემ.

არაერთხელ მომხდარა, რომ ამერიკულ ტელევიზიებს შტატ ჯორჯიის ახალი ამბების გაშუქებისას საქართველოს კადრები გაუშვიათ, მათ შორის, ერთხელ მარნეულის პანდემიაც „გააშუქეს“.

2022 წლის ნოემბერში კი, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა უელსი დაამარცხეს, მილოცვებს იღებდნენ.

მაგრამ, მოდით, სიტუაცია შევაბრუნოთ.

ჩვენ რა ვიცით იმ ჯორჯიაზე, რომელშიც მთელ მსოფლიოს ვერევით, გარდა იმისა, რომ ის ამერიკის ერთ-ერთი შტატია და სიმღერა Georgia on My Mind, რომლის შესრულება ქართველებსაც ძალიან უყვართ, ამ შტატზე დაიწერა?

შეიძლება ვინმემ მართლაც ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ ვინც არა, მისთვის საინტერესო იქნება გაიგოს, რა ხდება იმ მიწაზე, რომელიც ჩვენგან ძალიან შორსაა და ჩვენი ქვეყნის სახელი ჰქვია.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

ამავე თემაზე: ამერიკელებს საქართველო ჯორჯიის შტატში ისევ აერიათ – რა უნდა ჩვენს შტატს ევროკავშირშიო

ამერიკელებს საქართველო ჯორჯიის შტატში ისევ აერიათ – რა უნდა ჩვენს შტატს ევროკავშირშიო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close