ვიდეოხელოვნებასაქართველო

რას აპირებს სამომავლოდ 11 წლის ბარბარე მახათაძე, რომელმაც ესპანურ „ვოისში“ ნამდვილი ფურორი მოახდინა (ვიდეო)

11 წლის ბარ­ბა­რე მა­ხა­თა­ძე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც უცხო­ურ მუსიკალურ კონკურ­სში წარ­მა­ტე­ბით გა­მოდის –  ქართველი მომღერალი ესპანურ საბავშვო Voice-ში მონაწილეობს.

ქართველმა გოგონამ ე. წ. ბრმა მოსმენისას ჟიური აღაფრთოვანა და ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალება შეძლო.

ბარბარეს მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ველოდებით მის მორიგ გამოსვლებს ესპანური „ვოისში“.

მანამდე კი უკეთ გავიცნოთ ეს არაჩვეულებრივი ბავშვი.

ბარბარემ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“  ესპანურ „ვოისში“ გამოსვლასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინტერვიუდან ირკვევა ,რომ პატარა მომღერალი დიდ საოპერო კარიერაზე ოცნებობს. მას კარგადა აქვს გააზრებული, რა უნდა და იცის, როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზანს – გასაოცარი მიზანსწრაფული ბავშვია…

„არასოდეს არ ვარ ჩემი ნამღერით კმაყოფილი, მუდამ რაღაცის ძიებაში ვარ“, – თქვა ინტერვიუში ბარბარემ და იქვე, გადაცემაში ისე არტისტულად იმღერა გია ყანჩელის „საით მიდიხარ…“, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნიჭიერებას ასაკი არა აქვს.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close