ეტნის ამოფრქვევის და გაფიცვების გამო ევროპაში ფრენების მასობრივი გაუქმება დაიწყო
ევროპული ავიაკომპანიები ფრენებს აუქმებენ იტალიაში ეტნის ამოფრქვევის გამო, რის შედეგადაც ფერფლის წვიმამ სიცილია დაფარა, უახლოესი აეროპორტი კი დაიხურა, სხვა ქვეყნებში ფრენებზე გავლენას ახდენს საავიაციო ინდუსტრიის მუშაკების გაფიცვები, – წერს schengenvisainfo.com.
შეფერხებები შეიძლება მოხდეს აეროპორტის გავლით მგზავრებისთვისაც, ბევრი ფრენა გაუქმდა ან გადამისამართდა კომისოს აეროპორტში, თუმცა უმეტესობა გადაიდო.
ამავდროულად, სხვა ქვეყნებში გაფიცვები საჰაერო მიმოსვლას და ფრენებს აფერხებენ და ათასობით მგზავრს პრობლემებს უქმნიან .
ცოტა ხნის წინ მსხვილი ესპანური ავიაკომპანიის Air Europa-ს მფრინავებმა გამოაცხადეს 8 გაფიცვა, 22 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. გადამზიდავი 114 ფრენის გაუქმებას გეგმავს. გაფიცვები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრანსპორტის დეპარტამენტმა გამოაცხადა კანონი, რომელიც ავიაკომპანიის თანამშრომლებს ფრენების მინიმუმ 90%-ის შესრულებას ავალდებულებს მიუხედავად იმისა, გაფიცულები არიან თუ არა.
Air Europa-ს პილოტები ასევე აცხადებენ, რომ ბილეთების ფასის 54%-ით ზრდის მიუხედავად მათი ხელფასი არ შეცვლილა.
ლისაბონის აეროპორტში კი უცხოელთა და სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ინსპექტორები გაიფიცნენ, რაც ფრენების განხორციელებას აფერხებს.
frontnews.ge
კომენტარები