ვიდეოიტალიასაზოგადოება

იტალიაში წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა – საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება (ვიდეო)

იტალიის რეგიონ ემილია-რომანიაში გასულ კვირას მოსული უხვი ნალექის გამო კვლავ განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. წყალდიდობების შედეგად დაზარალდა 100-ზე მეტი მუნიციპალიტეტი. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი, რამდენიმე პირი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მეთხუთმეტე მსხვერპლი, „ანსას“ ცნობით, 23 მაისს იპოვეს ლუგოში (Belricetto di Lugo, რავენის რაიონი) მყვინთავმა მაშველებმა.

ვარაუდობენ, რომ ეს არის 68 წლის მამაკაცი, რომლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ 17 მაისს განაცხადეს – თვითმხილველების თქმით, დაინახეს, როგორ გადმოვიდა მამაკაცი ფურგონიდან და შემდეგ იგი უცბად ადიდებულმა წყალმა წაიღო, რომელმაც მანქანის სახურავამდე მიაღწია.

ბოლო ინფორმაციით, ევაკუირებულია 36 600 მოქალაქე.

ამასთანავე, გასულ შაბათს სამუშაოებში ჩართული ერთ-ერთი სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის ოთხი წევრიდან მხოლოდ ერთი დაშავდა.

წყალდიდობით გამოწვეული ზარალის შესაჩერებლად მთავრობამ გარკვეულ ადგილებში ბარიერები აღმართა.

იტალიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ იაპონიაში გამართული „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა ერთი დღით ადრე დატოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close