ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

რას ფიქრობს მარადონას შვილი „კვარადონაზე“ (ვიდეო)

დიეგო მარადონა უმცროსი ნეაპოლში დაიბადა, ახლაც ამ ქალაქში ცხოვრობს და, შესაბამისად, ისიც „ნაპოლის“ დიდი გულშემატკივარია

„კურიერი P.S.-მა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ მარადონას შვილთან, სადაც პირველად მოისმენთ, რას ფიქრობს ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი ახალ ლეგენდაზე.

„მახსოვს, როცა კვარა „ნაპოლიში“ გადმოდიოდა, მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე შევიტყვე. ერთხელ სპალეტიმ ვახშამზე მითხრა, რომ უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი შეიძინეს და მალე ვნახავდით, რამხელა ამბავს დაატრიალებდა. მისი მხოლოდ ვიდეოები მქონდა ნანახი. პირველად კვარას თამაში კასტელ დი სანგროს შეკრებაზე ვნახე და ვთქვი ღმერთო ეს ვინ არის? უძლიერესია. რაც მაშინ ვიფიქრე, იყო ის, რომ ხვიჩა გადამწყვეტი ფეხბურთელი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა. ვფიქრობ, პერსპექტივაში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და თუ ასე გააგრძელებს სამეულში შევა.

მესი და რონალდო ისტორიას 25 წლის განმავლობაში წერდნენ. მომავალი მბაპე, ჰალანდი და კვარა იქნებიან“, – ამბობს მარადონას შვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close