მედიცინამსოფლიოnews

ჯანმომ COVID-19-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ Covid-19 აღარ ქმნის „საგანგებო ვითარებას ჯანდაცვის სფეროში“ და გლობალურ საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად აცხადებს სამ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ იმ თარიღიდან, რაც ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2021 წლის იანვრის უმაღლესი ნიშნულიდან –  კვირაში 100000-ზე მეტი ადამიანი, 24 აპრილის მაჩვენებლებით 3500-მდე შემცირდა მთელ მსოფლიოში.

მათივე განცხადებით, პანდემიის პერიოდში ოფიციალურად აღრიცხულია შვიდი მილიონი ადამიანის სიკვდილი SARS-CoV 2-ის გამო, თუმცა მათი ვარაუდით, რეალური მაჩვენებელი (დარეგისტრირებული და აღურიცხავი ერთად), სავარაუდოდ, 20 მილიონს აღწევს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close