იტალიაპოლიტიკა

იტალიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა – რატომ გადადო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზში დაგეგმილი ვიზიტი

იტალიის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ პარიზში ოფიციალურ ვიზიტზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა საჯაროდ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელიც  საფრანგეთის ულტრამემარჯვენეთა ლიდერს მარინ ლე პენს შეადარა. რომის რეაქციამაც არ დააყოვნა – ტაიანიმ ამ კომენტარს „მიუღებელი“ უწოდა და საფრანგეთში დაგეგმილი თავისი ვიზიტი გააუქმა.

მედიის ცნობით, საფრანგეთსა და იტალიას შორის ურთიერთობები მიგრანტების ნაკადის მართვასთან დაკავშირებით დაიძაბა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იტალიის ხელისუფლებას მიგრაციის პრობლემების მართვის უნარი არ გააჩნია.

რადიო RMC-სთან ინტერვიუში ჟერალდ დარმანენმა თქვა, რომ მელონის „არ აქვს უნარი, გადაწყვიტოს მიგრაციის პრობლემა, რისთვისაც გასულ წელს აირჩიეს“ და იტალიის მთავრობის მეთაური ამომრჩეველთა „მოტყუებაში“  დაადანაშაულა, როდესაც იგი არწმუნებდა მხარდამჭერებს, რომ მიგრანტების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის დასრულებას შეძლებდა.

„ქალბატონი მელონი ქალბატონ ლე პენს ჰგავს, ანუ მას ირჩევენ კონკრეტული დაპირებების საფუძველზე, შემდეგ კი ვხედავთ, რომ ეს [პრობლემები] არ წყდება და ყველაფერი უფრო და უფრო უარესდება“.

ეს კომენტარი ჟერალ დარმანენმა გააკეთა იმ საკითხზე კამათისას, არალეგალურ მიგრანტებს, თუ ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე [ზღვაში] აიყვანეს, სად უნდა დართონ ნაპირზე გადასვლის უფლება.

იტალია მიგრანტების რიცხვის მკვეთრ ზრდას ებრძვის. 2023 წლის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 42 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა ტუნისიდან და ლიბიიდან, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

იტალიაში არალეგალურად ჩასული ეროვნებების თითქმის ნახევარი – ის ერებია, რომლებიც საჰარის უფრო სამხრეთით მდებარე ისტორიულად ფანკოფონურ რეგიონებს უკავშირდებიან .

ამგვარი სავალალო სტატისტიკა მელონის მიმართ ამომრჩევლის ნდობას დიდ დარტყმას აყენებს, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მელონის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და ამ პრობლემის მოგვარება იყო.

თუმცა ჟერალდ დარმანენის პარალელს თავისი საზღვრები აქვს. RN-ს (Rassemblement National) ლიდერმა, რომლის ისტორიულ ტრანსალპიურ მოკავშირედ მატეო სალვინი („ჩრდილოეთის ლიგა“) რჩება, უკვე იტალიის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურთან თავისი მსგავსება – „მელონი ჩემი ტყუპისცალი და არ არის“, – თქვა მან  La Repubblica-სთან ინტერვიუში აპრილის დასაწყისში; ლე პენის თქმით, მელონი „ძალიან ჰგავს „ნაციონალურ ფრონტს“ 1980 -იან წლებში: კონსერვატიულია, ლიბერალური, ატლანტისტური (ამერიკულ პოლიტიკურ კულტურასთან ახლოს მყოფი – რედ.)“.

თავის მხრივ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN), რომლის ჯგუფსაც საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში (პარლამენტი) მარინ ლე პენი ხელმძღვანელობს, ჟერალდ დარმანენი მისი გამონათქვამის გამო გააკრიტიკა და იტალიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„საფრანგეთის შს მინისტრად ჟერად დარმანენის ყოფნის დროს საფრანგეთი ყველა იმიგრაციულ რეკორდს ხსნის რაც მას უფლებას არ უტოვებს, აჩვენოს თუნდაც სიმტკიცის  სულ მცირედი  გაკვეთილიც კი ჩვენს იტალიელ მეზობლებს, რომლებიც იმ რთული მდგომარეობის გამოწვევის წინაშე არიან, რომელიც მან თავად შექმნა ევროპაში“, – თქვა RN-ის პრეზიდენტმა ჯორდან ბარდელამ.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close