იტალიაკრიმინალი

იტალიაში „ნდრაგეტა მაფიის“ 108 წევრი დააკავეს, კიდევ 47 ადამიანია დაკავებული ევროპის ოთხ ქვეყანაში

რამდენიმე ქვეყნის პოლიციამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა „ნდრანგეტას“, იტალიის ყველაზე მძლავრ მაფიოზურ ორგანიზაციას.

მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია, სახელწოდებით „ევრიკა“, ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაკავებულია 155 პირი, მათ შორისб 108 – იტალიაში. ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში გამოვლინდა ლათინური ამერიკიდან ნარკოტიკებისა და იარაღის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ქსელი.

კრიმინალური დაჯგუფების წევრები იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და ბელგიაში მოქმედებდნენ.

ბელგიის პროკურატურის სპიკერისб ერიკ ვან დუისის თქმით, ეს არის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ევროპაში კალაბრიიული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებულა. მაგალითად, გერმანიაში ოპერაციისას ჩართული იყო 1000-ზე მეტი პოლიციელი, იტალიაში კი – 1500.

სამწლიანი გამოძიების შედეგად ოპერაცია „ევრიკამ“ დაადგინა, რომ „ნდრანგეტას“ მჭიდრო კავშირები ჰქონდა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბელგია და გერმანია. ისინი ფულს სხვადასხვა კომპანიის საშუალებით ათეთრებდნენ. მთელი ევროპის მასშტაბით პოლიციამ 25 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დააყადაღა.

ყველა დაკავებულს, სხვა დანაშაულებთან ერთად, ბრალად ედება მაფიასთან კავშირი, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა და ფულის გათეთრება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close