ჰოლანდიაში დააკავეს ქართველები, რომლებიც ისრაელში გაფრენას გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებით ცდილობდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრაციის დროს მათ ელექტრონულ ბაზაში ისრაელის პასპორტების მონაცემები შეიყვანეს. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ არცერთ მათგანს ისრაელის მიერ გაცემული პასპორტი არ ჰქონდა.
თავის მხრივ, ისრაელელმა გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ პასპორტის მონაცემები ეკუთვნოდა მათი ქვეყნის ოთხ მოქალაქეს, რომელთაგან ორი ცოცხალი აღარ არის.
საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
primetime.ge
კომენტარები