იტალიასაზოგადოება

იტალიაში წარმოებული გარკვეული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშია – კიდევ რას მოიცავს ევროკავშირის სწრაფი განგაშის სიგნალის ანგარიში ( ვიდეო)

ევროკავშირი სწრაფი განგაშის სიგნალს ავრცელებს – იტალიაში წარმოებული გარკვეული სახეობის პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშია. მასში საერთაშორისო ექსპერტებმა აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საეჭვო პროდუქციის მიმოქცევიდან ამოღება მოსთხოვეს.

თუკი თქვენ შეძენილი გაქვთ „პალმოლივის“, „დავის“, „გარნიეს“ და „ინტესას“ ჰიგიენური საშუალებები ვიდეოში მითითებული სერიის ნომრებით, მათი მოხმარების შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემის რისკი მაღალია.

ევროკავშირმა წლის ყველაზე საშიში არასაკვები პროდუქტების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა. ანგარიშში მოწინავე პოზიციას საბავშვო ნივთები იკავებს. კიდევ ერთი გაფრთხილება ბავშვების ტანსაცმლის ხარისხს უკავშირდება.

დასკვნის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხეა ავტომობილები და ელექტრომოწყობილობები.

საქართველო ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაში ჩართული ჯერ არ არის, შესაბამისად, სახელმწიფო ოფიციალურ შეტყობინებებს კონკრეტული პროდუქციის მავნებლობასთან დაკავშირებით არ იღებს, თუმცა ინფორმაცია საჯაროა და ის სწრაფად ვრცელდება. მსგავსი ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული პარტიები საქართველოს ბაზრიდანაც ამოიღეს. წლის განმავლობაში ევროკავშირმა სულ 2117 განგაშის სიგნალი გაავრცელა.

მსგავს თემაზე: სალმონელოზის 100-ზე მეტი შემთხვევა – ბელგიაში „ქინდერის“ ქარხანა დაიკეტა

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს – ნახეთ KINDER-ის ახალი საეჭვო პარტიის კოდები და ვადები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close